როგორ უნდა დავიძინოთ ჩვენ ფავორიტ პოზაში ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე

ექიმების თქმით თქვენი საყვარელი ძილის პოზა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ცვლილებებს, რომლების დახმარებითაც ამ პრობლემას დაივიწყებთ.

თუ გვერდით გადაბრუნებულ პოზაში გძინავთ

ამ პოზაში ძილისას ორგანიზმი ტოქსინებისგან უფრო მარტივად თავისუფლდება და მცირდება თავის ტკივილების რისკიც. მარცხენა მხარეს გადაბრუნება ასევე ამსუბუქებს გულძმარვას, მაგრამ ზრდის ღვიძლზე ზეწოლას.

ზურგის სწორ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის გვერდზე წოლისას ჩაიდეთ ბალიში ფეხების შუაში. ეს შეამცირებს სახსრებზე ზეწოლას. ასევე ამოიდეთ რბილი ბალიში თავის ქვეშ. გულის პრობლემების ქონის შემთხვევაში დაწექით მარჯვენა მხარეს, რადგან ეს გულზე ზეწოლას შეამცირებს.

ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ძილი

ეს პოზიცია სახსრების და ხერხემლის ტკივილების ქონის დროს საუკეთესო არჩევანია. ეს პოზა ასევე ნაოჭებისგან და გულძმარვისგან გიცავთ. თუმცა, ამ პოზაში წოლა ყველაზე ცუდი არჩევანია, თუ ცხვირის პრობლემები, სისხლის მააღალი წნევა და ხვრინვის პრობლემა გაწუხებთ.

ხვრინვის პრობლემის მოსახსნელად უნდა ამოიდოთ პატარა ბალიში კისრის ქვეშ, რათა სასუნთქი გზები მოექცნენ სწორ პოზიციაში. ცხვირდენის სამკურნალოდ ამოიდეთ რამდენიმე ბალიში თავის ქვეშ, მის ასაწევად. ეს სინუსებში ლორწოს დაგროვებას შეუშლის ხელს.

ხერხემლის და ზურგის ტკივილების სამკურნალოდ ამოიდეთ პატარა ბალიში კისრის ქვეშ და დიდი თუმცა ბრტყელი ბალიში მუხლების ქვეშ, ასევე დახვეული პირსახოცი ზურგის დაბლითა ნაწილის ქვეშ. ეს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ხერხემლის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში ძილი

ასეთ პოზაში ძილი ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს მონელების პროცესებს და აქრობს გულძმარვის და ხვრინვის პრობლემას. ასეთ პოზაში ხერხემლის დასაცავად უნდა ამოიდოთ პატარა ბალიში მუცლის ქვეშ. თავის ქვეშ ამოდებული ბალიში უნდა იყოს ბრტყელი.

ნაყოფის პოზა

მუხლების ასე აწევე ძალიან კომფორტულია წოლისას, თუმცა ეს ჩვენი ზურგის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. თუ ასთმის მსგავსი სუნთქვის პრობლემები გაწუხებთ, მაშინ ამ პოზიციას საერთოდ უნდა მოერიდოთ.

ზურგის გასასწორებლად უნდა ამოიდოთ ერთი დიდი და რბილი ბალიში ფეხებს შორის და ერთი ბალიში იდაყვის ქვეშ. თავის ქვეშ რეკომენდირებულია პატარა, მაგრამ ფუმფულა ბალიშის დადება.