შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ჰაეროვანი და დელიკატური საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტს. დესერტს საოცარ გემოს ჰმატებს თეთრი მინანქარი.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- 2 კვერცხის ცილა
- წყალი 250 მლ
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი ¼ ჩ. კ.
- კარაქი 100 გრ
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქრის ფხვნილი 1,5 ჩ. ჭ.
- რძე 4-5 ს. კ.
- თაფლი (თხელი) 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი, კარაქი და ურევთ განუწყვეტლივ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და თანდათან შეაზილეთ ფქვილი (ურევთ სწრაფად).
- ცომი 1 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შემდეგ სათითაოდ შეურიეთ 3 ცალი კვერცხი და 2 კვერცხის ცილა. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- ცომი გადაიტანეთ კულინარიულ ტომარაში.
- პერგამენტის ქაღალდი დაჭერით კვადრატებად (დაახლოებით, 7 სმ), თითოეულს წაუსვით ზეთი და დასვით ცომის რგოლები.
- სქელძირიან ტაფაზე დაასხით, დაახლოებით, 250-300 მლ ზეთი და გააცხელეთ.
- ქაღალდის კვადრატები აიღეთ კიდეებით და ცომის რგოლები გადაიტანეთ ცხელ ზეთში, ქაღალდები მოაცალეთ და რგოლები შეწვით ორივე მხრიდან.
- ოქროსფრად დაბრაწული რგოლები დააწყვეთ ხელსახოცზე.
- მინანქარი უმარტივესი მოსამზადებელია. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ, სანამ შაქრის ფხვნილი მთლიანად არ გადნება.
არომატული და ჰაეროვანი რგოლები დააწყვეთ ლანგარზე და დაფარეთ თეთრი მინანქრით. შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდნარი შოკოლადი ან შოკოლადის მინანქარი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!