6 მიზეზი, რატომაც უნდა გამოიძინოთ შუადღეს ხშირად

1066

თუ გიყვართ დღისით ცოტა ხნით წათვლემა, აუცილებლად წაიკითხეთ სტატია და გაეცანით რა სარგებლობა მოაქვს თქვენს ამ ჩვევას ორგანიზმისთვის.

ადამიანთა უმეტეს ნაწილს უყვარს შუადღით ან დღის სხვა ნებისმიერ მონაკვეთში წათვლემა, თუნდაც ხუთი წუთით. ზოგს შეიძლება დამჯდარს ჩაეძინოს,  ზოგი კიდევ ფეხზე დგომით ახერხებს მოდუნებას. და ეს რამდენიმე წუთიანი დასვენება ბევრად უფრო ეფექტურია ორგანიზმისთვის, ვიდრე კომფორტულ საწოლში მთელი ღამით მოსვენება.

ნუ ეტყვით საკუთარ თავს ამ სიამოვნებაზე უარს, დაისვენეთ ცოტა ხნით, რა თქმა უნდა ამის დრო და საშუალება თუ გაქვთ, დაივიწყეთ ყოველდღიური რუტინა და გაიღვიძეთ ბევრად უფრო ენერგიულმა, პროდუქტიულმა და ბედნიერმა.

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია დღის ძილს

  1. სხეული გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს. ძილის დროს აქტიურად გამომუშავდება სერეტონინი, რაც იწვევს განწყობის გაუმჯობესებას.
  2. იზრდება კონცენტრაციის უნარი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღისით 1 საათით წაძინება 200 მგ კოფეინის ეკვივალენტია.
  3. იზრდება შემოქმედებითი შესაძლებლობები. ცნობილი ფაქტია, რომ მეცნიერები, ფილოსოფოსები,დიდი მოზროვნეები, მხატვრები ხშირად იძინებენ დღის გნმავლობაში. და სწორედ ეს არის დრო ახალი აღმოჩენებისა, იდეებისა. მაგალითად, ლენარდო და ვინჩს შედევრების შექმნის დროს ხშირად ეძინა.
  4. უმჯობესდება მეხსიერება. მაგალითად, ლექსს, რომელის სწავლაც გაგიჭირდათ, წათვლემის შემდეგ უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ.
  5. დასვენების შემდეგ ორგანიზმი გამოცოცხლებულია.
  6. ძილის დროს ორგანიზმში მცირდება კორტიზოლის დონე, რომლის ჭარბი რაოდენობა იწვევს დეპრესიას, გაღიზიანებას, უკმაყოფილებას, უსაფუძვლო რისხვას.

გირჩევთ, მოახერხეთ და ცოტა ხნით დაისვენეთ. გაღვიძების შემდეგ დარჩენილი საქმე ძალიან მარტივად მოგეჩვენებათ.