ნაზი და ფხვიერი ორცხობილები კვერცხისა და გამაფხვიერებლის გარეშე, რომელიც პირში დნება

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, უნაზესი და ფხვიერი ორცხობილების რეცეპტს. გადაიკითხავთ ინგრედიენტთა ჩამონათვალს და, ალბათ, იტყვით: რა უნდა გამოვიდეს გამაფხვიერებლისა და სოდის გარეშეო.

სცადეთ, მოამზადეთ ფხვიერი ორცხობილები, გაილამაზეთ ჩაის წვეულება და გაახარეთ თქვენი პატარები.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 250 გრ
  • შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
  • მზესუმზირის ზეთი 80 მლ
  • სახამებელი 4 ს. კ.
  • ფქვილი 3,5 ჩ. ჭ.
  • ვანილის შაქარი 10 გრ

მომზადების წესი:

  1. დარბილებულ კარაქს დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი, ზეთი და ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ შეურიეთ სახამებელი და 1 ჩ. ჭ. ფქვილი.
  2. დაამატეთ კიდევ ერთი ჭიქა ფქვილი და ურევთ კოვზით.
  3. შემდეგ ცომი გადმოიტანეთ სამუშაო ზედაპირზე, მოაყარეთ კიდევ ერთი ჭიქა ფქვილი და ცომს ზელთ ხელით. თანდათან შეაზილეთ დარჩენილი ფქვილიც.
  4. მიღებული ცომი გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გადაახვიეთ ისე, რომ მისცეთ ძეხვის ფორმა და დაჭერით 2 სმ სისქის რგოლებად.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.

მზა ორცხობილები გამოიღეთ ღუმელიდან. გადმოიტანეთ ლანგარზე და ჯერ კიდევ ცხელი დაფარეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილით.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!