სამწუხაროდ, არავინაა დაზღვეული ტრამვებისგან, მითუმეტეს, ბავშვობაში. მოგვიანებით, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ადამიანთა უმეტესობას ექმნება სახის კანის პრობლემები. კანი იფარება გამონაყარით, რის შემდეგაც რჩება ნაწიბურები. და ეს პერიოდი გახსენებისასაც კი უსიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს თქვენში.
საბედნიეროდ, ამ პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებებით. სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომლის წყალობითაც დაირბილებთ, გაისწორებთ და გაითეთრებთ კანს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:
- ვაშლის ძმარი 60 მლ
- ყურძნის წიპწების ზეთი 30 მლ
- ალოე ვერას რბილობი 2 ს. კ.
მომზადების წესები:
მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ და მოათავსეთ თავდახურულ კონტეინერში. მომზადებული მალამოს გამოყენებამდე ჩაიტარეთ კანის მსუბუქი პილინგი.
როგორ ჩავიტაროთ სახლის პირობებში პილინგი?
- წყალში დაალბეთ მცირე რაოდენობის შვრიის ფანტელი ან შავი პურის ქერქი და მიღებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე.
- დაძინებამდე 2-3 საათით ადრე დაზიანებულ ადგილზე დიტანეთ მალამოს სქელი ფენა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შემდეგ შეიზილეთ მკვებავი მალამო. საშინაო პირობებში მომზადებული საშუალება ერთი კვირით შეინახეთ მაცივარში, შემდეგ კი ახალი მოამზადეთ.
ნატურალურ საშუალება, რომელიც ბუნებრივი იგრედიენტებითაა გაჯერებული არ არის სწრაფად მოქმედი, ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება და ბოლოს მიღებული შედეგით ისიამოვნეთ.
გამოიყენეთ შემოთავაზებული რეცეპტი, მოამზადეთ გამონაყარისა და ნაწიბურების საწინააღმდეგო მალამო და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.