შემოგთავაზებთ უგემრიელესი თაფლაკვერის რეცეპტს, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს ტულურ თაფლაკვერს, იგივე ,,პრიანიკს“. თაფლის არომატული ცომისა და მომჟავო-მოტკბო ქლიავის ჯემის კომბინაცია უბრალოდ საოცრებაა. დესერტი მოსამზადებლად ძალიან მარტივია.
უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 450 გრ
- რძე 125 მლ
- შაქარი 120 გრ
- კარაქი 100 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- თაფლი 3 ს. კ.
- ილი 1/3 ჩ. კ.
- დარიჩინი ½ ჩ. კ.
- ჯავზი (მუსკატის კაკალი) 1/3 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი მწიკვი
- ქლიავის ჯემი 200 გრ
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად და თანდათან შეათქვიფეთ შაქარი.
- შემდეგ შეურიეთ რძე და გამდნარი, თბილი კარაქი.
- დაამატეთ თხელი თაფლი. თუ თქვენ სქელი თაფლი გაქვთ, ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.
- შემდეგ დაამატეთ მოცემული სანელებლები და ყველაფერი კარგად აურიეთ.
- თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს ელასტიური და რბილი.
- მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე 4-5 მმ სისქის მართკუთხედ ფენად.
- შემდეგ ცომი ქაღალდით საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
- პირველი ფენა დაფარეთ ქლიავის ან თქვენთვის სასურველი სხვა ჯემით. მთავარია, მასა იყოს სქელი. შიგთავსად შეგიძლიათ მოხარშული შესქელებული რძე გამოიყენოთ.
- ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ პირველი ფენის ზომაზე და დააფარეთ შიგთავსს, კიდეები პირველ ფენასთან მჭიდროდ შეაერთეთ და ჩანგლით გააფორმეთ.
- კვერცხის გული ათქვიფეთ, ზემოდან გადაუსვით ცომს და მთლიანი ზედაპირი თქვენი სურვილის მიხედვით ჩანგლით გააფორმეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!