ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი რომ გახდეს, ლაქები კი ბოლომდე გაქრეს, კარტოფილს მარტივი ინსტრუქციით ვიყენებ

ახლოვდება ზაფხული, ყველაზე ცხელი სეზონი. კარგად იცით, რომ მზე უარყოფითად მოქმედებს კანზე და ჩნდება მუქი ლაქები.

მოცემული პრობლემის ასაცილებლად კანი კარგად უნდა დაიტენიანოთ, რეგულარულად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი და მოერიდოთ მზის ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებულ ზემოქმედებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ კარტოფილის ბაზაზე მომზადებულ  რამდენიმე უმარტივეს და ბიუჯეტურ საშუალებას, რომელთა დახმარებით შეძლებთ სახეზე მზის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ლაქების აღმოფხვრას. კარტოფილს შეუძლია კანის ტონის გათანაბრება და პიგმენტური ლაქების გაქრობა.

  • ამ უმარტივესი პროდუქტის საშუალებით შეძლებთ კანის გაწმენდას.
  • კარტოფილი ამცირებს ანთებას და თვალების ქვეშ ტომრებს.
  • აღიავებს კანს და მოგაშორებთ ლაქებს.
  • ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს.
  • აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს.
  • აფერხებს დაბერების პროცესს.
  • ამცირებს აკნეს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი კარტოფილი ან წვენი, ან უბრალოდ გაჭერით და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.

შემოგთავაზებთ კარტოფილის ბაზაზე მომზადებულ საუკეთესო ნიღბების რეცეპტებს:

1. კარტოფილი და ლიმონი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 1 ცალი
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი, დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. ნარევი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. კარტოფილი და ხახვი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი 1 ს. კ.
  • ხახვის წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. კარტოფილი და კიტრი

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილის წვენი
  • კიტრის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ და წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

4. კარტოფილი და სტაფილო

კარტოფილი და სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე. აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ და ნარევი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.