ვაშლისა და მოხარშული კრემის არომატებით გაჯერებული ეს ნამცხვარი მართლაც უგემრიელესია

თუ არასდროს გიჭამიათ ვაშლისა და მოხარშული კრემის დახვეწილი არომატების კომბინაციით მომზადებული ღვეზელი, აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

საოცრად გემრიელი ღვეზელის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 2 ს. კ.
  • კარაქი 180 გრ
  • შაქარი 150 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • მწიკვი მარილი
  • ფქვილი 360 გრ

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 350 მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.
  • ვანილი მწიკვი
  • შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
  • 2 დიდი ვაშლი (კარგი იქნება თუ მჟავე ვაშლს გამოიყენებთ)

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაამატეთ მარილი და გამაფხვიერებელი.
  2. ცივი კარაქი დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ ფქვილს და მოზილეთ ფხვიერი ცომი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შაქარი. ცომს ზელთ ხელით. უნდა მიიღოთ რბილი და ფხვიერი ცომი.  მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  3. ამზადებთ კრემს: მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. მოათავსეთ მასში კვერცხი, შაქარი, ვანილი, სახამებელი და აურიეთ. შემდეგ დაასხით ცხელი რძე და კარგად აურიეთ. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ, აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. ცომი გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად. ერთი ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე მეორე. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ. გამოსაცხობად დაგჭირდება 20 სმ დიამეტრის ფორმა. ცომი ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ და ამოიტანეთ კიდეებზეც.
  5. ვაშლი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად და დააწყვეთ ცომზე.  ვაშლს მოაყარეთ დარიჩინი და თანაბრად გაანაწილეთ მასზე ცხელი კრემი.
  6. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად. შემდეგ დაჭერით გრძივ ზოლებად და კრემზე გამოსახეთ ბადე.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწულ ღვეზელს გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ვაშლის ღვეზელი ზღაპრულად გემრიელია!