იცით თუ არა, რომ არსებობს სანელებელი, რომელიც შეგიმსუბუქებთ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეულ ტკივილებს.
დაფნა სამკურნალო მცენარეა. დაფნის ფოთლოლი გაჯერებულია ეთრზეთებით, შეიცავს სელინს, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, B, PP, A, C_ვიტამინებს.
უძლიერსი სამკურნალო საშუალებაა ზეითუნის ზეთი. ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია კი საოცრებებს ახდენს.
შემოგთავაზებთ დაფნის ფოთლების საფუძველზე მოამზადებული სამკურნალო ზეთის რეცეპტს, რომელიც აძლიერებს მოცემული სანელებლის ეფექტურობას.
- სამკურნალო ზეთი აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ხელს უწყობს მოდუნებას და სწრაფად დაძინებას.
- აძლიერებს იმუნიტიტეტს.
- წმენდს და აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას.
- გამოიყენება სახსრებისა და ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.
- აუმჯობესებს განწყობას და ხსნის სტრესებს.
სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფნის ფოთოლი 15 გრ
- ზეითუნის ზეთი 125 მლ
მომზადების წესი:
- დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ, მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით ზეთი და ხუფი მჭიდროდ დაახურეთ.
- მომზადებული ზეთი 15 დღით დადგით გრილ, ბნელ და მშრალ ადგილზე. ქილა შეანჯღრიეთ დღეში 1-2-ჯერ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ზეთი გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში.
გამოყენების წესი:
ზეთი გამოყენების წინ უნდა შეათბოთ.
- დაფნის ზეთის მცირე რაოდენობა დაიტანეთ დაზიანებულ სახსარზე და კარგად შეიზილეთ.
- დაფნის ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში და გათავისუფლდით ოტიტისგან.
- ძლიერი თავის ტკივილის დროს დაფნის ზეთი შეიზილეთ საფეთქლებსა და კეფაზე.
- ამცირებს ტემპერატურას. ზეთი შეიზილეთ ზურგისა და მკერდის არეში.
- თუ მუცლის არეში დაფნის ზეთს შეიზელთ, ხელს შეუწყობთ კუჭისა და ნაწლავების ტკივილის აღმოფხვრას.
- ზეთი ხელს უწყობს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირებას.
- დაფნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის პრობლემათა სამკურნალოდ.
- ძალიან ეფექტურია აკნესა და გამონაყარის სამკურნალოდ.
მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური, უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!