რა იწვევს ვენების ვარიკოზს, როგორ ავირიდოთ ის თავიდან და შევიმსუბუქოთ მდგომარეობა სახლის პირობებში

ვარიკოზული ვენები არის სისხლძარღვების გაფართოება, რაც ხელს უშლის ქვედა კიდურებში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

სისხლის ცუდი მიმოქცევის  გარდა, ვარიკოზული ვენები  შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • გენეტიკური მემკვიდრეობა
  • ქოლესტერინის მაღალი დონე
  • პასიური ცხოვრების წესი
  • ჰიპერტონია
  • სიმსუქნე
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე არასათანადოდ ზრუნვა

ვარიკოზული ვენების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესია დროულად იქნეს მიღებული პრევენციული ზომები და აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ამ სერიოზული პრობლემის წარმოქმნა.

თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, საჭიროა დანერგოთ ჯანსაღი ჩვევები, კერძოდ:

  • იკვებეთ სწორად
  • დალიეთ ბევრი სითხე
  • რეგულარულად ივარჯიშეთ
  • მოერიდეთ დიდხანს ჯდომას ან ფეხზე დგომას

გარად ამისა, აუცილებელია შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

  • თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, ყოველ 2 საათში გააკეთეთ გაჭიმვა.
  • შხაპის მიღების დროს წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 38 ºC. ამ გზით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას.
  • აწიეთ ფეხები ზემოთ. ამ გზით გაამარტივებთ სისხლის დაბრუნებას.
  • ძილის წინ ფეხებზე 15-20 წუთის განმავლობაში ეთერზეთის საშუალებით გაიკეთეთ მასაჟი.
  • მოერიდეთ მჭიდრო სამოსის ტარებას.
  • ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
  • მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. პლაჟზე ყოფნის დროს აუცილებლად წაისვით ფეხებზე მზის დამცავი კრემი.

ვარიკოზული ვენების  სამკურნალოდ შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ პიტნა, დაფნის ფოთოლი, ევკალიპტი, გულყვითელა, ალოე ვერა, სტაფილო, ზღვის მარილი, ცხენის წაბლი. დადასტურებულია, რომ ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული მოცემული პროდუქტები  ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

შემოგთავაზებთ მკურნალობის რამდენიმე ალტერნატიულ მეთოდს:

  1. წაისვით ფეხებზე ალოე ვერას ცივი გელი. ამ გზით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას.
  2. პიტნა, დაფნა და ევკალიპტი გამაგრილებელი ეფექტის მქონე მცენარეებია და ძალიან სასარგებლოა ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ. მოცემული მცენარეების ნაყენი, როგორც მატონიზირებელი ლოსიონი, შეიზილეთ ფეხებზე. ნაყენის მოსამზადებლად  დაგჭირდებათ ერთი მუჭა ევკალიპტის ფოთლები, დაფნის 2-3 ფოთოლი, 4-5 ღერო პიტნა (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარიც). მოცემული მცენარეები მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით ნახევარი ლ ადუღებული წყალი და დაახურეთ ფინჯანი. ნაყენი გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
  3. ზღვის მარილის აბაზანები ამშვიდებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაამატეთ ცოტა ვაშლის ძმარი.

მოცემული საშუალებები ეფექტურია, უსაფრთხო და ბიუჯეტური.

გისურვებთ ჯანმრთელობას!