ფეხის სოკო საკმაოდ გავრცელებული და შემაშფოთებელი დაავადებაა, რომელიც უამრავ დისკომფორტს გიქმნით.
ცუდი სუნი, ქავილი, გამონაყარი, კანის აქერცვლა_ ეს სოკოვანი ინფექციის სიმპტომთა მცირე ჩამონათვალია. თუ დროულად არ მიიღებთ სათანადო ზომებს, შეიძლება ინფექცია გავრცელდეს ან შედეგად ფრჩხილის დეფორმირება, ან დაკარგვა მოჰყვეს.
შემოგთავაზებთ უმარტივეს, უსაფრთხო და ბიუჯეტურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას. ამ მეთოდით მკურნალობა უმარტივესია.
პირველ რიგში, მოამზადეთ თასი თბილი წყლით, დაამატეთ მარილი (2 ლ წყალს დაამატეთ 2 ს. კ. მარილი) და კარგად აურიეთ. აბაზანაში 10 წუთით ჩაყავით ფეხები. ამ აბაზანის დანიშნულება არის კანის დარბილება.
ეს პროცედურა გაგათავისუფლებთ ჭარბოფლიანობისგან. ფეხები გულმოდგინედ შეიმშრალეთ და რამდენიმე წუთი დაასვენეთ.
შემდეგ სოკოთი დაავადებულ ადგილებზე თხელ ფენად გადაისვით თაფლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნჯი. შეიხვიეთ ცელოფანით, ამოიცვით წინდა და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დილით დაიბანეთ თბილი წყლით.
ამ მეთოდით, კერძოდ თაფლის სამკურნალო თვისებების წყალობით ისე სწრაფად შეძლებთ სოკოსგან გათავისუფლებას, რომ გაოცებული დარჩებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!