როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი თაფლაკვერები კეფირის ბაზაზე. ტკბილეულობა, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული თაფლაკვერების რეცეპტს. მიყვარს გემრიელი პატარ-პატარა ნამცხვრების მომზადება. მომზადების პროცესი მსიამოვნებს, რადგან ძალიან მარტივია, ცხობის დროს ირგვლივ თაფლის საამო სურნელი ტრიალებს და ბოლოს კი ვტკბები საყვარელი ადამიანების გაბრწყინებული თვალებით.

გემრიელი და არომატული თაფლაკვერების მოსამზადებლად დაგჭირედებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაწვნით) 350 გრ
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • 2 კვერცხის გული და 1 კვერცხის ცილა
  • თაფლი 3 ს. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ფქვილი 4 ჩ. ჭ.
  • ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ
  • 1 კვერცხის ცილა
  • შაქრის ფხვნილი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. 2 ცალი კვერცხის გულს და 1 ცალი კვერცხის ცილას დაამატეთ შაქარი, თაფლი და მიქსერით ათქვიფეთ.
  2. დაასხით კეფირი, ზეთი და თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი, სოდა და მოზილეთ მაგარი ცომი.
  3. ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხედ ფენად და  გამოჭერით წრეები ყალიბით ან საშუალო ზომის ჭიქით და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი. დაიცავით მანძილი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180-190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25 წუთი.
  5. თაფლაკვერების გამოცხობამდე ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა და 3 ს. კ.  შაქარი. თქვეფთ ცილის გათეთრებამდე, ცილის მყარ მასად გადაქცევა არ არის საჭირო.
  6. 25  წუთის შემდეგ, დესერტი გამოიღეთ ღუმელიდან, სწრაფად წაუსვით ცილიანი მასა (წასასმელად გამოიყენეთ სილიკონის ფუნჯი) და 10 წუთით კვლავ ღუმელში შედეთ.

მზა თაფლაკვერები გამოიღეთ ღუმელიდან, დააწყვეთ ლანგარზე, გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.