ნადები და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან მარტივად რომ მოიშოროთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება

ჯანმრთელი კბილები და პირის ღრუ კარგი საჭმლის მონელების და ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შედეგია.

პირის ღრუში არსებული ბაქტერიები საკვების საშუალებით ხვდება კუჭში, ნაწლავებში და დიდ ზიანს აყენებს ჩვენს  ჯანმრთელობას.

კბილების პრობლემები საკმაოდ შემაწუხებელი და მტკივნეულია, ამიტომ სათანადოდ უნდა ვიზრუნოთ მათზე და დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა.

პირის ღრუს ჯანმრთელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიკური თვალსაზრისით. სწორედ, მასზეა დამოკიდებული ლამაზი ღიმილი და ჯანსაღი სუნთქვა.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის წყალობითაც შეძლებთ პირის ღრუს მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაგიცავთ ბაქტერიებისგან და ნადებისგან, აგარიდებთ კარიესის განვითარებას.

პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ:

  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი ნახევრი ფინჯანი
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • თბილი წყალი
  • კბილის ჯაგრისი
  • კბილის საწმენდი ძაფი

ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, სოდა და მარილი აურიეთ. კბილის ჯაგრისი დაასველეთ, დაიტანეთ მასზე მზა ნარევი და 2-3 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები.
  2. მეორე, აურიეთ ნახევარი ფინჯანი წყალბადის ზეჟანგი და ნახევარი ფინჯანი წყალი და, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, გამოივლეთ პირის ღრუში, გადმოღვარეთ და გამოივლეთ ცივი წყალი.
  3. ბოლოს გამოიყენეთ კბილის ძაფი კბილებზე ქვების მოსაშორებლად.

პროცედურები გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას!