ჰალიტოზი, ანუ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის წინაშე უამრავი ადამიანი დგას. ბევრი მიიჩნევს, რომ უსიამოვნო სუნის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი კბილების პრობლემაა და გამოსავალს სტომატოლოგიდან სტომატოლოგთან სიარულში ეძებს. სინამდვილეში მიზეზი შეიძლება სულ სხვაგან იმალებოდეს.
ამ უსიამოვნო პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს:
- პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა
- პირის ღრუში არსებული ბაქტერიები
- პირის ღრუს ინფექციები
- პირის სიმშრალე
- მეტაბოლური დარღვევები
- ღვიძლის დაავადებები
მართალია, ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს დაავადებას, მაგრამ შეიძლება ფრიად სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ პირად ცხოვრებასა და კარიერაში.
საბედნიეროდ, ჰალიტოზი მკურნალობას ექვემდებარება. გირჩევთ, გამოიყენოთ სავლები საშუალებები, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას ან დროებით დაფარვას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე ხელნაკეთი სავლების რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას. ეფექტური შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენას.
ხელნაკეთი სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
- დარიჩინის ფხვნილი ½ ს. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- 2 ცალი ლიმონის წვენი
- საკვები სოდა 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ლიმონის წვენს დაამატეთ დარიჩინი, სოდა, თაფლი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაამატეთ თბილი წყალი და პირის ღრუს ხელნაკეთი სავლები მზად არის.
მოცემული საშუალება გამოიყენეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ მეორე დღეს. მეთოდის ეფექტურობას განაპირობებს საკვები სოდისა და დარიჩინის ანტიმიკრობული თვისებები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!