კუნთების არასაკმარი აქტიურობა კიდევ უფრო მეტად ადუნებს ჩვენს თვალებს.
ვთქვათ, მოიტეხეთ ფეხი და აუცილებლად დაგჭირდებათ სავარძელი, სანამ ფეხი არ აღდგება. ასეთ დროს ფეხის კუნთებიც მოდუნებულია. იგივე ხდება თვალის კუნთებთანაც.
იყენებთ სათვალეს? მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ თვალის გარკვეული ვარჯიშების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხედველობა დაქვეითდეს. როგორც ადამიანის სხეულის სხვა კუნთებს თვალის კუნთებსაც, რაც შეიძლება მეტი ვარჯიში სჭირდება.
შემდეგი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, გაიგოთ მეტი თვალის ფუნქციის შესახებ და დაგეხმერებათ მხედველობის გაუმჯობესებაში.
მიეცით თვალებს მოდუნების საშუალება ყოველ 2-3 საათში და თავიდან აიცილეთ დამატებითი სტრესი.
თვალის ვარჯიშები-გასაოცარია. შეასრულეთ 16 უმარტივესი სავარჯიშო და მხედველობა სამუდამოდ გაგიუმჯობესდებათ. დააკვირდით ზემოთ მოცემულ სურათს და ხედვა მიმართეთ სურათზე მოცემული ხაზების შესაბამისად.
მოიხსენით სათვალე!
- დააკვირდით სურათს და მოცემული წერტილები დაიმასაჟეთ ყოველ დღე.
- თვალის ქუთუთოზე ზომიერი ზეწოლა მოახდინე საჩვენებელი და შუა თითების წვერებით. დაიცავით სიფრთხილე, არ უნდა გეტკინოთ, რადგან შეიძლება თვალი დაიზიანოთ.
- სიარულის დროს გაიხედეთ შორს და დატკბით ბუნებით.
- ყოველ დღე მიიღეთ სტაფილოს წვენი, რომელსაც ეფექტის გასამდიდრებლად დაამატებთ რამდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთს.
- ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით.
- დაძინებამდე ორი საათით ადრე თავი აარიდეთ კომპიუტერთან მუშაობას.
- ტრატაკა, ინდური მეთოდი – უყურე პატარა წერტილს – დაგეხმარებათ მხედველობის გაუმჯობესებაში. ეს იგივე მედიტაციაა. თვალი გაუსწორეთ ერთ პატარა საგანს ან სანთლის ალს. ფოკუსირება აძლიერებს თვალებს და ასტიმულირებს თქვენს მესამე თვალს. ამ ვარჯიშის მთავარი მიზანია უყუროთ ერთ წერტილს დახამხამებისა და დახუჭვის გარეშე, სანამ თვალებიდან ცრემლდენა არ დაგეწყებათ.