შოკოლადის უგემრიელესი ბლინები რძის ბაზაზე. ისეთი თხელი, ნაზი და არომატული გამოდის, აუცილებლად შეგიყვარდებათ

უგემრიელესი და არომატული ბლინები ყველას უყვარს. საოცარი სურნელი დიდსა თუ პატარას სამზარეულოსკენ იზიდავს და ბლინები დაუყონებლივ ქრება თეფშიდან.

თუ გსურთ, კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანოთ თქვენი პატარები, მოამზადეთ შავ-თეთრი, რძისა და კაკაოს არომატით გაჯერებული, ბლინები.

საოცარი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 2 ს. კ.
  • რძე 3 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 300 გრ
  • კაკაო 2 ს. კ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • ზეთი 2-3 ს. კ.
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ მარილთან და შაქართან ერთად. უმჯობესია ცომი დააბლენდეროთ.
  2. დაამატეთ ფინჯანი რძე და ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, დაასხით დარჩენილი რძე, ზეთი და დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ თხელი და ნაზი ცომი.
  3. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი დატოვეთ თეთრი, ხოლო მეორეს დაამატეთ კაკაო და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი.
  5. ჯერ დაასხით ცოტა თეთრი ცომი, შემდეგ კაკაოს ცომი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ცოტა ხნის შემდეგ ჩაის კოვზით ალაგ-ალაგ მოასხით ხან თეთრი ცომი, ხან შავი.
  6. ბლინი გადააბრუნეთ მეორე გვერდზე და შეწვით.
  7. შავ-თეთრი ბლინები დააწყვეთ ლანგარზე და თავი მოიწონეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით.

მოამზადეთ რძისა და კაკაოს არომატით გაჯერებული შავ-თეთრი ბლინები და გემრიელად მიირთვით!