შემოგთავაზებთ სოდის და ლიმონის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი, უმარტივესი და ბიუჯეტური სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, მოგიხსნით გულძმარვას, თრგუნავს ტოქსინების აქტივობას, შლის მათ და წმენდს თირკმელებს.
ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. ეს არომატული ციტრუსი აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
ლიმონისა და სოდის კომბინაციით კი მიიღებთ საოცარ ნარევს, რომელიც მომენტალურად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს წონის კლებას, კურნავს სხვადასხვა ორგანოებს და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
1. თირკმელები
მოცემული ნარევი არეგულირებს თირკმელების ფუნქციონირებას, აუმჯობესებს სისხლის ფილტრაციას. ამავდროულად, ასტიმულირებს შარდის ბუშტის მუშაობას და შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოდევნის სხვადასხვა ინფექციებს.
2. საჭმლის მონელება
ნარევი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აგარიდებთ გადაჭარბებულ მეტეორიზმს.
3. ღვიძლი
ნარევი თქვენი ღვიძლისთვის კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. მოცემული საშუალება აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნახევარი ლიმონის წვენი
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
საკვებ სოდას დაამატეთ ლიმონის ახალგამოწურული წვენი და მოურიეთ. შემდეგ დაასხით წყალი, მოურიეთ და დალიეთ მომზადებისთანავე. უმჯობესია, მიიღოთ უზმოზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!