ამ მეთოდით მომზადებული კარტოფილი ჩემი საყვარელი ვერსიაა. კერძი, რომელიც არასდროს მბეზრდება

შემოგთავაზებთ საოცარი კერძის რეცეპტს. გემრიელად შეზავებული გატარებული ხორცის შიგთავსითა და არაჟნის სოუსით გაჯერებული კარტოფილი თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 15 ცალი კარტოფილი
  • 250 გრ გატარებული ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • პომიდვრის სოუსი გემონებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა
  • 50 გრ არაჟანი
  • 50 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გათალეთ და ამოაჭერით გული. გატარებული ხორცი შეაზავეთ დაჭრილი ხახვით, მარილითა და პიმპილით.
  2. მომზადებული მასით ამოავსეთ კარტოფილები და მჭიდროდ ჩააწყვეთ საცხობ ფორმაში (დაგჭირდებათ საშუალო დიამეტრის).
  3. ცალკე თასში აურიეთ არაჟანი, მარილი, ცოტა წყალი და გამდნარი კარაქი. მომზადებული სოუსი გადაასხით კარტოფილს. სურვილისამებრ, დაამატეთ პომიდვრის პასტაც.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30 წუთი.

კერძი სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი. ზემოდან მოაფრქვიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!