ნახველი არის ლორწოვანი ნივთიერება, რომელიც იცავს სასუნთქ გზებს. ამ ნივთიერებას შეუძლია დაიჭიროს ვირუსები, მტვერი, ალერგენები და აგარიდოთ სხვადასხვა დაავადებების განვითარება. მაგრამ ფილტვებში დაგროვილი ნახველის მნიშვნელოვანმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მაგალითად, ბრონქული ობსტრუქცია, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, სუნთქვის გაძნელება.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთ საშუალებებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ სუნთქვის პრობლემების დამშვიდებას და ფილტვებში ნახველის კონცენტრაცია აღმოფხვრას.
1. ჯანჯაფილი
ეს ბუნებრივი ანტიჰისტამინი სავსეა ამოსახველებელი, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით. იდეალურია სუნთქვის პრობლემების სამკურნალოდ.
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყოველდღიურად დალიეთ რამდენიმე ფინჯანი ჯანჯაფილის ჩაი.
2. კურკუმა
ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული კურკუმა საგრძნობლად ამცირებს ნახველს, აძლიერებს იმუნიტეტს და ანადგურებს ბაქტერიებს.
გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
- კურკუმა 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დალიეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში მინიმუმ 2-ჯერ. ამ გზით შეძლებთ ფილტვების ინფექციებისგან გაწმენდას და ნახველის აღმოფხვრას.
მარილიანი თბილი წყლის სავლები ტრადიციული მეთოდია ყელის გაღიზიანების, ჭარბი ნახველის აღმოსაფხვრელად.
3. ინჰალაცია
ეს მეთოდი კიდევ ერთი უაღრესად ეფექტური საშინაო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ნახველის დაგროვებას და გაგათავისუფლებთ ლორწოსგან.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ინჰალაცია გაიკეთეთ როზმარინისა და ბეგქონდარას ნახარშით.
საჭირო ინგრედიენტები:
- როზმარინი (გამხმარი) ნახევარი ჩ. კ.
- ბეგქონდარა (გამხმარი) ნახევარი ჩ. კ.
- ადუღებული წყალი 4-5 ფინჯანი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თასში ჩაასხით წყალი და აადუღეთ.
- ადუღებულ წყალს დაამატეთ მოცემული მცენარეები და ადუღეთ კიდევ წუთ-ნახევარი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა ხანს გააჩერეთ, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი, ფრთხილად დახარეთ თავი თასისკენ და შეისუნთქეთ ორთქლი.
- ფრთხილად იმოქმედეთ, არ დაიწვათ!
4. ლიმონი და თაფლი
ეს უძლიერესი დუეტი_გაჯერებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით_საუკეთესოა ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, შლის ნახველს, აძლიერებს იმუნიტეტს და არ აძლევს ნახველს დაგროვების საშუალებას.
უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 3 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული მასა მიიღეთ დღეში 3-ჯერ. ამ გზით შეაფერხებთ ინფექციების გავრცელებას.
სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა თბილ-თბილი სითხეების ხშირად დალევა, გაიკეთეთ თბილი კომპრესები და არ დალიოთ ცივი სასმელები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!