ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება ჩვენი ვიზუალის მიხედვით ძალიან ადვილია. კანი სწორედ ერთ-ერთ მთავარ მანიშნებელ წყაროს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმდე დაავადება აწუხებს ჩვენს ორგანიზმს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ კანის პრობლემების იმ 8 ცნობილ შემთხვევას, რომელიც უფრო სერიოზული დაავადების ნიშანს წარმოადგენენ:
8. შავი წერტილები
კანზე გაჩენილი შავი წერტილები კოსმეტიკური პრობლემის გარდა ასევე შესაძლოა ადრენალინის ნაკლებობის ან ედისონის დაავადების ნიშანი იყოს.
7. თეთრი წერტილები
კანის პიგმენტაციის დაკარგვის გამომწვევ დაავადებას ვიტილიგო ეწოდება. მისი გამოწვევა ასევე ადრენალინის ნაკლებობას შეუძლია. მისი შემჩნევის შემთხვევაში სჯობს მიმართოთ ენდოკრინოლოგს ან დერმატოლოგს.
6. გამონაყარი
კანზე მოულოდნელად გაჩენილი გამონაყარი შეიძლება იყოს საჭმელზე, ქიმიკატებზე, სამედიცინო წამლებზე ან გადამდებ დაავადებებზე ალერგიის ქონის სიმპტომი. ალერგიულ რეაქციებს სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, რის გამოც მათი შემჩნევის დროს უნდა მიმართოთ ექიმს.
5. შეშუპება
თუკი კანის შეშუპების პრობლემა ყოველდღიურად გაწუხებთ, მაშინ ეს შეიძლება ჰიპოთირეოზის სიმპტომი იყოს. ეს პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს ვერ აწარმოებს.
4. დიდი ოდენობით ახალი ხალების გაჩენა
გენეტიკურ მემკვიდრეობასთან ერთად ბევრი ახალი ხალის გაჩენა ულტრაიისფერი სხივებით ზედმეტი დასხივების ან ჰორმონალური დისბალანსის ბრალი შეიძლება იყოს. თუკი ხალები სწრაფად გეზრდებათ, მტკივნეულია ან ფერს იცვლიან, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
3. აკნე, შავი წერტილები და გაჭედილი ფორები
აკნეს გაჩენის უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა სახის ზედმეტი ცხიმი, ჰორმონალური დისბალანსი და მონელების პრობლემები. აკნე ყოველთვის რაიმე პრობლემის მიერ გამოწვეულ სიმპტომს წარმოადგენს, რის გამოც დერმატოლოგთან ვიზიტია აუცილებელი.
2. კანის აქერცვლა
კანის აქერცვლა შეიძლება იყოს ვიტამინების ნაკლებობის, ჰორმონალური დარღვევების, ალერგიების, დერმატიტის და კიდევ სხვა დაავადებების სიმპტომი. როდესაც ეს ნიშანი ინტენსიურად გაგიჩნდებათ, მაშინ სჯობს ექიმს მიმართოთ.
1. მოჭარბებული ოფლიანობა
აღნიშნული პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს ავტოიმუნური დაავადება, რომელიც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლების მუშაობაზე. ამას ხშირად თან ახლავს კანის გათხელების და გამუდმებული ქავილის მსგავსი სიმპტომები. თუკი ასეთ სიტუაციას შეამჩნევთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.