ხაჭოს არომატული და გემრიელი ნამცხვარი ფქვილის გარეშე. მომენტი, როდესაც გემრიელი – სასარგებლოცაა

შემოგთავაზებთ ხაჭოს ნაზი, ჰაეროვანი, არომატული და სასარგებლო ნამცხვრის რეცეპტს. დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 5 ცალი
  • კარაქი 50 გრ
  • ქიშმიში გემოვნების მიხედვით
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა
  • მანანი 1,5 ს. კ.
  • შაქარი 100 გრ
  • არაჟანი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, დააბლენდერეთ ხაჭო.
  2. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ. შემდეგ  დაყარეთ საწურზე და გააშრეთ.
  3. კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან. გულს დაამატეთ 50 გრ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით. თანდათან დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ლიმონის ცედრა, მანანი, ხაჭო.
  4. ცალკე თასში ათქვიფეთ ცილა, თანდათან დაამატეთ შაქარი და ხის კოვზით ან მიქსერის დაბალ სიჩქარეზე ნაზად შეურიეთ ხაჭოიან მასას. მიიღებთ ფაფუკ და ჰაეროვან მასას.
  5. ტორტის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მანანი, დაიტანეთ მომზადებული მასა, თანაბრად გაანაწილეთ და ზემოდან თხელ ფენად გადაუსვით არაჟანი. თუ სქელი არაჟანი გაქვთ, შეგიძლიათ გადაიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და მოხატოთ თქვენთვის სასურველი ფორმები.
  6. ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. დესერტი ოქროსფრად რომ დაიბრაწება, მზად არის. ღუმელი გამორთეთ, მაგრამ მაშინვე არ გამოაღოთ. 5 წუთის შემდეგ, ღუმელი გამოაღეთ და დესერტი გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი.

საოცრად ჰაეროვანი და ნაზი ნამცხვარი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!