შემოგთავაზებთ ლიმონისა და დარიჩინის საოცარ კომბინაციას, რომელიც ამცირებს მადას და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკლებთ წონაში. გარდა ამისა, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ინგრედიენტები ორგანიზმს უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებებით.
არომატული ჩაის ძირითადი ინგრედიენტია ლიმონი, რომელიც უძლიერესი სამკურნალო მცენარეა. არომატულ ციტრუსს მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის.
- ლიმონი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ებრძვის მეტეორიზმს, მუცლის შებერილობას, გულძმარვას.
- პექტინითა და ხსნადი ბოჭკოებით მდიდარი ლიმონი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად საუკეთესო პროდუქტია.
- ატუტეებს ორგანიზმს და დღის განმავლობაში გიკლავთ შიმშილს გრძნობას.
- ლიმონი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
- ლიმონმჟავას მაღალი შემცველობის გამო, ლიმონი ხელს უწყობს ღვიძლის მასტიმულირებელი ფერმენტების ფუნქციის გააქტიურებას.
- გარდა ამისა, C ვიტამინის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, რადგან ის აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გასახდომი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 250 მლ
- ლიმონის წვენი 1-2 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ. (შეგიძლიათ არ დაამატოთ)
- ცეილონის დარიჩინი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- აადუღეთ წყალი და თბილს დაამატეთ ლიმონის წვენი, დარიჩინი, თაფლი.
- დაიმახსოვრეთ: თუ ინგრედიენტებს ცხელ წყალს დაამატებთ, მაშინ ბევრ სარგებელს დაკარგავთ.
- მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი.
- რეკომენდებულია, დალიოთ თბილი და აუცილებლად უზმოზე.
- შეგიძლიათ მეორე ფინჯანი მიიღოთ საღამოს, ვახშმამდე 30 წუთით ადრე.
ჩაი მიიღეთ ყოველდღიურად, სასურველი შედეგის მიღებამდე.