შემოგთავაზებთ უგემრიელესი, უნაზესი, გარგარის საუცხოო არომატით შეზავებული საოცარი ,,ჩაბელას“ რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 15 ცალი
- შაქარი 250 გრ
- ლიმონი 1 ცალი
- ფქვილი 260 გრ
- ვანილი
- ზეთი 1 ს. კ.
- გარგარის ჯემი
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქრის ფხვნილი 100 გრ
- წყალი 2 ს. კ.
- რძე 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- აიღეთ ღრმა თასი. თავდაპირველად, ათქვიფეთ 3 კვერცხი და 50 გრ შაქრის ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ 3 კვერცხი, 50 გრ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. მოცემული წესის მიხედვით შეათქვიფეთ დარჩენილი კვერცხები და შაქარი.
- დაამატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. თანდათან შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ვანილი.
- დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ მზა ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
- ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ და გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. ფენები შეაერთეთ გარგარის ჯემით, ხოლო ზედა ფენა დაფარეთ მინანქრით.
- მინანქრის მოსამზადებლად აურიეთ მოცემული ინგრედიენტები და დადგით დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ. მინანქარი ოდნავ გააგრილეთ და ზედა ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ.
საოცარი გემო აქვს გარგარის უნაზეს ღვეზელს. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!