ხორცის უგემრიელესი პეროგი კარტოფილის ცომით. ამ კერძის დაგემოვნების შემდეგ ყველა მის რეცეპტს მთხოვს

შემოგთავაზებთ ხორცის არომატული შიგთავსით გაჯერებული ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ თითებს ჩაიკვნეტთ. ღვეზელის ცომს ამზადებთ კარტოფილის ბაზაზე.

ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 ცალი ბულგარული პილპილი
  • 2 თავი ხახვი
  • 100 გრ კარაქი
  • 5 ს. კ. ფქვილი
  • 400 გრ საქონლის ფარში
  • 5 ცალი კვერცხი
  • 100 გრ მწვანე ხახვი
  • შავი პილპილი, მარილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში. შემდეგ მოამზადეთ პიურე, შეაზავეთ კარაქით, კვერცხითა და ფქვილით.
  2. პატარა კუბიკებად დაჭერით ხახვი და ბულგარული პილპილი.
  3. ცოტა ზეთში მოთუშეთ ბულგარული პილპილი და ხახვი. თუშავთ 5 წუთი. მიღებული მასა ზომიერად შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. მზა მასა გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ ცალკე თასში.
  4. შემდეგ დარჩენილ ხახვთან ერთად მოთუშეთ ფარში, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
  5. 3 ცალი კვერცხი მოხარშეთ და გახეხეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ზომიერად შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
  6. ფორმას წაუსვით კარაქი და ძირზე თანაბრად გაანაწილეთ კარტოფილის მასის ნახევარი, პიურე ამოიტანეთ ფორმის კიდეებზეც. შემდეგ დაიტანეთ მასზე ბულგარული პილპილისა და ხახვის ნარევი და თანაბრად გაანაწილეთ, მომდევნო ფენა არის კვერცხისა და მწვანე ხახვის მასა, შემდეგი_ფარში, ბოლოს  ისევ დაფარეთ კარტოფილით და ზემოდან მოასხით 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20-25 წუთი. ფორმიდან მაშინვე არ ამოიღოთ.

ღვეზელი თბილ-თბილი მიიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!