9 დღიანი მსუბუქი დიეტა სწრაფი შედეგით, რომელიც არ დაგიზიანებთ ჯანმრთელობას

შემოგთავაზებთ რუსი დიეტოლოგის, მარგარიტა კოროლევას, ცხრადღიან დიეტას, რომლის საშუალებითაც 9 დღეში 9 კგ-ის დაკლებას შეძლებთ.

დიეტოლოგი მეცნიერული არგუმენტებით გამყარებულ უამრავ უნივერსალურ რჩევას იძლევა.

მის სავიზიტო ბარათად იქცა ცხრადღიანი დიეტა, რომლის წყალობით 9 დღეში ცხრა კილოგრამს დაიკლებთ, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და ორგანიზმს გაიწმენდთ ტოქსინებისგან.

დიეტა დამყარებულია 3 ეტაპზე, თითოეულ მათგანს მართავს ერთი პროდუქტი – ბრინჯი, ქათმის ხორცი ან ბოსტნეული.

ბრინჯი და ქათმის ხორცი მდიდარია ცილებითა და  ნახშირწყლებით, ხოლო ბოსტნეული_ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში საბოლოო „წმენდის“ განხორციელებას, ათავისუფლებს ნაწლავებს ტოქსინებისგან.

პირველი 3 დღე ბრინჯის დიეტა

  • ერთ დღეზე გათვლილია 250 გრ ბრინჯი.
  • წინა საღამოს ჩაალბეთ ბრინჯი, დილით კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშავთ 15 წუთი.
  • მომზადებული მასა გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ჭამა განახორციელეთ საღამოს 8 საათზე.
  • დიეტოლოგის რჩევით, რეკომენდებულია დღეში 3 ს. კ. თაფლის, მწვანე ჩაისა და 2,5 ლ წყლის მიღება.

4-6 დღე

  • მომდევნო 3 დღე აუცილებლად უნდა ჭამოთ მხოლოდ ქათმის ხორცი. წიწილას ან ქათამს, რომელიც იწონის 1-1,2 კგ-ს, კანი მოაშორეთ და მოხარშეთ.
  • ხორცი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ბოლო ჭამა განახორციელეთ საღამოს 8 საათზე.
  • ამ სამი დღის განმავლობაში თაფლის მიღება არ შეიძლება, მაგრამ ბევრი წყლისა და მწვანე ჩაის დალევა აუცილებელია.

7-9 დღე

  • ფინალური მენიუ მოიცავს ბოსტნეულს. ერთ დღეზე გათვლილია 500 გრ მოთუშული ბოსტნეული და 500 გრ უმი.
  • როგორც წესი ბოსტნეულსაც ყოფთ 6 თანაბარ ნაწილად და მიირთვით საღამოს 8 საათამდე.
  • რეკომენდებულია თაფლის, მწვანე ჩაისა და ბევრი წყლის მიღება.
  • მთავარი ბონუსი არის მწვანე ჩაი, რომლის მოხმარება ნებადართულია ნებისმიერი რაოდენობით.

მარგარიტა კოროლევას ცხრადღიანი დიეტა დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაიცავით და ეფექტური შედეგით  ისიამოვნეთ!