დაგჭიდებათ მოხარშული ბრინჯი, რათა კანი ნაზი და გლუვი იყოს

სახის კანის სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნება ყველა ქალის ოცნებაა. წარმოიდგინეთ, რომ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებით. თქვენს კანს სიმკვრივე არ დაუკარგავს და ყველას აღაფრთოვანებთ ლამაზი სახის კანით. ხართ ლაღი, ბედნიერი, თავდაჯერებული.

ძვირფასო ქალბატონებო, ამის შანსი ყველას გვაქვს, რადგან ხალხური მედიცინა მდიდარია რეცეპტებით, რომელთა წყალობით აღიდგენთ კანის სიმკვრივეს, სიგლუვეს, დაიბრუნებთ ახალგაზრდულ იერს და თანხასაც დაზოგავთ. ანუ მოდუნდებით, გამოიყენეთ უძლიერესი ნატურალური საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!

შემოგთავაზებთ კანის გაამახალგაზრდავებელი საოცრად ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი იგრედიენტი ბრინჯია.

იაპონიაში ბრინჯი დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმეტოლოგიური ხაზით. იაპონელი ქალბატონები ბრინჯის წყლით, ზეთითა და ნიღბების საშუალებით დიდი ხნით უნარჩუნებენ კანს სილამაზესა და ახლგაზრდობას. ბრინჯს შესწევს ძალა, გაათანაბროს სახის კანის ტონი, მოგაშოროთ მუქი ლაქები და გაასწოროს ნაოჭები.

ბრინჯი გაჯერებულია ლინოლინის მჟავით და ანტიოქსიდანტით სკვანელით, რომელიც აუმჯობესებს კანზე კოლაგენის გამომუშავბას. ე. ი. ეს ჯადოსნური საშუალებაა, რომელიც ასწორებს ნაოჭებს. ამასთან ერთად სკვანელი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. იაპონელებმა კარგად იციან, რომ ბრინჯს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისას.

სპეციალურად თქვენთვის, ძვირფასო ქალბატონებო,  იხილეთ ბრინჯის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ბრინჯი 3 ს. კ.
  • რძე 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოხარშეთ ბრინჯი. ნახარში გადაასხით ცალკე ჭურჭელში. ბრინჯი ჩაჭყლიტეთ, დაამატეთ დანარჩენი იგრედიენტები და კარგად აურიეთ.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდზე, ხელებზე და დაელოდეთ გაშრობას. ნიღაბის ნარჩენები გულდასმით ჩამოიწმინდეთ და სახე ბრინჯის ნახარშით დაიბანეთ.

ბრინჯის წყალი სახის კანზე დადებითად მოქმედებს. ის კანს დაუბრუნებს სინაზეს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, გაგათავისუფლებთ ანთებითი პროცესებისგან, ასაკობრივი ლაქებისგან და აქვს მზის დამცავი ეფექტი.

გამოიყენეთ ბრინჯის ნახარში კვირაში 1-2-ჯერ, გაიჯერეთ სახის კანი ბრინჯის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებით და გაახალგაზრდავდით 10 წლით.

მიირთვით ბრინჯი და იზრუნეთ ორგანიზმის შინაგანი გზით გაახალგაზრდავებაზე.