ადამიანებმა რომ იცოდნენ იმ უხილავი მტრების შესახებ, რომლებსაც მათი მატრასი მალავს, უთუოდ იზრუნებდნენ მის გაწმენდაზე. ამ პრობლემის ყველაზე დიდი მსხვერპლი განსაკუთრებით ალერგიული ადამიანები არიან.
თქვენს მატრასს შეუძლია რამდენიმე წელიწადში დააგროვოს პარაზიტები, მტვერი, მტვრის ტკიპები. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია მატრასის პერიოდულად გაწმენდა.
გთავაზობთ უმარტივეს და საუკეთესო გზას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მატრასის გაწმენდას, ტკიპებისა და სხვა ალერგენების მოშორებას.
გაწმენდის შემდეგ თქვენი მატრასი ახალივით იქნება, გექნებათ ბევრად უფრო ჯანსაღი გარემო და შეძლებთ მშვიდად დაძინებას.
მოცემული მეთოდით გაწმენდა არ საჭიროებს დიდ დროსა და ფულს.
- დაგჭირდებათ 2 ჩ/ჭ ძმარი, მტვერსასრუტი, რბილი ჯაგრისი, საკვები სოდა
- ძმარი ჩაასხით სპრეი ბოთლში და მატრასის ზედაპირზე ალაგ-ალაგ მიასხურეთ. შემდეგ ჯაგრისის საშუალებით გაწმინდეთ. მთელი ზედაპირი კარგად დაამუშავეთ.
- როგორც კი მატრასი გაშრება, მთელ ზედაპირზე მოაყარეთ სოდა და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ სოდა მტვერსასრუტის საშუალებით აიღეთ. თუ სურვილი გაქვთ, აპკურეთ რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი.
მატრასის მეორე გვერდიც იმავე მეთოდით გაწმინდეთ და თუ შესაძლებელია ცოტა ხნით მზეზე გააჩერეთ.