რისგან არ ამზადებენ ბურახს! ხანდახან, რთულია იმის წარმოდგენა, რომ გემრიელი, გამაგრილებელი სასმელი სრულიად მოულოდნელი ინგრედიენტებისგან მზადდება: ჭარხალი, ყავა, არყის წვენი და ბრინჯიც კი. ამ სასმლის მომზადების მრავალ მეთოდს შორის, ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც ორიგინალური – ბურახის რეცეპტი ვარდკაჭკაჭათი.
ეს რეალურად ახალი სიტყვაა კლასიკურ რეცეპტურაში! ვარდკაჭკაჭას ბურახი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, მინერალებით, შესანიშნავად ამშვიდებს წყურვილის შეგრძნებას ცხელ ამინდში. იგი სასარგებლოა დისბაქტერიოზის, დაბალი მჟავიანობის გასტრიტისა და მამაკაცებში პოტენციის დაქვეითების დროს. რამდენადაც ეს ფერმენტირებული პროდუქტია, იგი წარმოუდგენლად სასარგებლოდ მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების მიკროფლორაზე.
ინგრედიენტები
- 5 ლ წყალი
- 2 ს.კ. ვარდკაჭაჭა(ციქორია)
- 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
- 500 გ შაქარი
- 1.5 ჩ.კ. მშრალი საფუარი
მომზადება
1. 5 ლ ცივი წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა საფუარისა. მოურიეთ, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
2. გამორთეთ ცეცხლი და აუცილებლად აცადეთ სითხეს გაგრილება 40 გრადუსამდე, რათა საფუარები არ გაანადგუროთ. გადაასხით ცოტაოდენი თბილი ხსნარი სხვა თასში და გახსენით მასში საფუარი, შემდეგ ჩაასხით ისევ ქვაბში.
3. კარგად მოურიეთ, დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ თბილ ადგილას 3-4 საათით. როგორც კი ზედაპირზე ქაფს დაინახავთ – ბურახი მზად იქნება. თუ ქაფი არაა საკმარისი რაოდენობის, გააჩერეთ ჭურჭელი მთელი ღამით სითბოში.
4. ჩაასხით ბოთლებში და გააგრილეთ.
გემრიელად მიირთვით!