ასაკთან ერთად კანი კარგავს კოლაგენის გამომუშავებას, მცირდება ელასტიურობა და ჩნდება ნაოჭები.
ადრე თუ გვიან ყველა აღმოაჩენს ნაოჭებს სახის კანზე. ზოგი 18 წლის ასაკში ამჩნევს მათ, ზოგი კი შესანიშნავად გამოიყურება 40 წლის ასაკშიც კი. ეს დამოკიდებულია ამინდის ზემოქმედებაზე, მავნე ჩვევებზე, კანის არასათანადო მოვლასა და უსარგებლო საკვებზე, ასევე მშრალი და ნაოჭებისკენ მიდრეკილი კანი შეიძლება გერგოთ მემკვიდრეობით.
თუ გსურთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, არ მოდუნდეთ და ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი უმარტივესი ინგრედიენტების საშუალებით შეუნარჩუნეთ კანს ელასტიურობა და შეაფერხეთ ნაოჭების წარმოქმნა!
შემოგთავაზებთ კივის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს. C ვიტამინის შემცველობის წყალობით კივი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. ნიღაბი კვებავს, არბილებს კანს და ხდის აბრეშუმისებრს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ჩ. კ.
- კივი 1 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კივი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაჭყლიტეთ ჩანგლით. მიღებული მასა მსუბუქად გაწურეთ, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.