კანი მუდმივად საჭიროებს მოვლას. კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად საჭირო არის მისი რეგულარულად დატენიანება. არსებობს ძალიან მარტივი, სრულიად ბუნებრივი, არატოქსიკური და ძლიერი გამოსავალი, რომლის დახმარებით შეძლებთ მშრალი კანის დატენიანებას და ნაოჭების შემცირებას.
შემოგთავაზებთ კანის მოვლის უძლიერესი საშუალების, ხელნაკეთი კარაქის, რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად გჭირდებათ ბუნებრივი ინგრედიენტები. ქოქოსის ზეთისა და ეთერზეთების სამკურნალო თვისებებს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის.
სახისა და ტანის კარაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 200 მლ
- ფორთოხლის ეთერზეთი 2 წვეთი
- ლიმონის ეთერზეთი 2 წვეთი
- ლიმონის ცედრა 1 ჩ. კ.
- ლაიმის ცედრა 1 ჩ. კ.
- ფორთოხლის ცედრა 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ქოქოსის ზეთი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და, დაახლოებით, 20 წამით დადგით ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ დაამატეთ სამი ხილის ცედრა და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- შემდეგ შეურიეთ ეთერზეთები და შედეთ მაცივარში. როდესაც მასა გამკვრივდება, გადაიტანეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი და ფუმფულა მასის მიღებამდე.
- მომზადებული კარაქი გადაიტანეთ მინის პატარა კონტეინერში და შეინახეთ სიგრილეში.
- ხელნაკეთი კარაქი საუკეთესოა კანის დასატენიანებლად და გასამკვრივებლად.
მოცემული საშუალება გამოიყენეთ საღამოს, შხაპის მიღების შემდეგ.