გამონაყარი, ნაოჭები, კუნთების კრუნჩხვები და სახსრების პრობლემები: ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი არაერთი მზაკვრული პრობლემის წინააღმდეგ

მაგნიუმი ორგანიზმისთვის საჭირო მინერალია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მაგნიუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები.

თუ თქვენ რეგულარულად იღებთ ამ მინერალით მდიდარ საკვებ პროდუქტებს, მისი დეფიციტი ნამდვილად არ შეგაწუხებთ.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მაგნიუმით მდიდარი საკვები პროდუქტები: მთელი ხორბლის პური, ნუში, თხილი, მზესუმზირის თესლი, ისპანახი, ოსპი, წიწიბურა, ლობიო, ბანანი, შვრია, შავი შოკოლადი და აირიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.

შემოგთავაზებთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალს, რომელიც გატყობინებთ, რომ თქვენს ორგანიზმს სჭირდება მაგნიუმი:

  • მაღალი არტერიული წნევა
  • არტერიების ბლოკირება
  • გულის პრობლემები
  • სახსრების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები
  • კანის დაავადებები
  • უძილობა

და თუ ჩამოთვლილთაგან 1 ან მეტი სიმპტომი აღგენიშნებათ დროულად მიიღეთ სათანადო ზომები.

სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ კანის დაავადებებზე და მაგნიუმის მნიშვნელობაზე.

გარეგანი ჭრილობები:

მაგნიუმი ზრდის სხეულის დაცვას სისხლის თეთრი უჯრედების აქტივობისა და ფაგოციტოზის სტიმულირებით და აგარიდებთ ინფექციების გავრცელებას.

კანის ალერგია:

მაგნიუმი ხელს უწყობს ეპიდერმისის გაწმენდას, განსაკუთრებით თუ გაქვთ ხშირი ალერგიის პრობლემები.

გარდა ამისა, მას აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ნაოჭები:

დროთა განმავლობაში მზის ზემოქმედება, დაბინძურება და სტრესები ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას. თვალების ირგვლივ ჩნდება წვრილი ხაზები. მაგნიუმი ძალიან ეფექტურია  ნაოჭებისა და წვრილი ხაზების შესამცირებლად.

გამონაყარი და შავი წერტილები:

მაგნიუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ტოქსინების აღმოფხვრა. ეს საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სუფთა და ჯანსაღი კანი, თავიდან ავიცილოთ აკნე, შავი წერტილები და ანთება.

მზის დამწვრობები:

მაგნიუმის დამამშვიდებელი და გამაჯანსაღებელი თვისებები ამშვიდებს და აღადგენს მზის გადაჭარბებული ზემოქმედებით დაზიანებულ კანს.

მაგნიუმის ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:  

  • მაგნიუმის სულფატი 25 გრ
  • გაფილტრული წყალი ლიტრ-ნახევარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. რეკომენდებულია კვირაში 1 ჭიქის მიღება.

რეკომენდებულია ხსნარი ძილის წინ წაისვათ დაზიანებულ კანზე.

შეგიძლიათ გაიკეთოთ აბაზანები. მაგნიუმის სულფატის ხსნარი დაამატეთ თბილ წყალს და რამდენიმე წუთით ჩაყავით ფეხები. ამ გზით მოიხსნით დაღლილობას, შეშუპებას და აღმოფხვრით კანის პრობლემებს.

თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ნებისმიერი ტრადიციული მედიცინისა და მედიკამენტების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!