მოაქციეთ ხელი ასეთ პოზიციაში და გაიჯანსაღეთ გონება და სხეული

კვლევების მიხედვით ყველაზე მეტი აქტიური წერტილი, რომელიც თქვენს გონებასა და სხეულს ძალას მატებს, სწორედ ხელებში მდებარეობს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმას, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ შუა თითისა და ხელის სხვა ნაწილების სწორად გამოყენებით:

ცერა თითი

ეს თითი პასუხისმგებელია შფოთვასა და თავის ტკივილებზე. თუკი ნერვული თავის ტკივილები გაწუხებთ, მაშინ მსუბუქად მოსრისეთ თქვენი ცერა თითი 5 წუთით და ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

საჩვენებელი თითი

ეს თითი კუნთების ტკივილს აკონტროლებს, იმედგაცრუებისა და სირცხვილის შეგრძნებებთან ერთად. მინესოტას უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით ზურგისა და კუნთების ტკივილის მქონე პაციენტები ამ თითის გამოყენებით უკეთ ხდებოდნენ. ამისთვის საჭიროა ჩაებღაუჭოთ საჩვენებელ თითს თქვენი მეორე ხელით 5 წუთის განმავლობაში.

შუა თითი

ამ თითზე 5 წუთით ხელის მოჭერა გეხმარებათ მაშინ, როდესაც თავს მობეზრებულად, გაბრაზებულად ან ჩვეულებრივზე უფრო დაღლილად გრძნობთ. მეცნიერების თქმით ასეთი ვარჯიში სისხლის წნევას ამცირებს და დამშვიდებაში გეხმარებათ.

არათითი

ნეგატიური ემოციები მოგშორდებათ მაშინ, როდესაც ამ თითს მოუჭერთ ხელს 5 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ სწორად და მშვიდად სუნთქვა ასეთ დროს.

ნეკა თითი

ნეკა თითი პასუხისმგებელია თვითშეფასებაზე, სტრესსზე და ნერვიულობაზე. თუკი საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა გაქვთ, მაშინ ამ თითის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 5 წუთით. ამის პარალელურად იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე.

ხელისგული

დააჭირეთ ერთი ხელის თითები მეორე ხელის გულს. გაუკეთეთ მასაჟი ხელისგულს წრიული მოძრაობით და შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად სამჯერ. ხელისგულების რეგულარული მასაჟი გეხმარებათ გულისრევასთან, დიარეასთან და შეკრულობასთან ბრძოლაში.

ხელისგულების ერთმანეთზე მიდება

ეს პოზიცია ხშირად გამოიყენება მედიტაციისას. იგი გეხმარებათ თქვენს აზრებზე კონცენტრირებაში და ასევე ეს პოზა თქვენი სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.

სურია მუდრა

ეს ორიგინალური პოზა დაგეხმარებათ მონელებისა და მეტაბოლიზმის პროცესების გაუმჯობესებაში. ეს ტექნიკა ასევე გამოიყენება სისხლის დაბალი ტემპერატურის და მადის დაკარგვის დროსაც.