პიტნა სამკურნალო მცენარეა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა პიტნის ეთერზეთი, რომელიც მიიღება მცენარის ფოთლებისგან ორთქლზე დისტალაციის მეთოდით.
პიტნის ძირითადი კომპონენტი მენთოლია, რომელსაც სასიამოვნო სუნი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. პიტნა მდიდარია კაროტინით, ფლავონიდებით, ბეტაინით, ბეტა-პინენით, ლიმონენით, ნეომენთოლით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
სწორედ, მენთოლის წყალობით აქვს პიტნას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, არის ანტისეპტიკი, ხსნის სპაზმებს, აფართოებს სისხლძარღვებს და აქვს ნაღვლმდენი ეფექტი.
პიტნის ეთერზეთი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. შემოგთავაზებთ მისი სარგებლის მცირე ჩამონათვალს.
1. ტკივილგამაყუჩებელი
პიტნის ეთერზეთი გაგიყუჩებთ შაკიკით გამოწვეულ თავის ტკივილს. 25 მლ არგანის ან ზეითუნის ზეთს დაამატეთ პიტნის ეთერზეთის 2 წვეთი და მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ შუბლის არეში.
2. სუნთქვის პრობლემები
მენთოლი ძალიან სასარგებლოა სასუნთქი გზების გასაწმენდად, რინიტის, სინუსიტის, ასთმის, გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.
მოცემულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად გაიკეთეთ ინჰალაცია. თასში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ პიტნის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი და შეისუნთქეთ.
გაითვალისწინეთ:
- თუ თქვენ ალერგიული რინიტი გაქვთ, პიტნის ეთერზეთი არ გამოიყენოთ.
- თუ მენთოლის სუნს ვერ იტანთ, პიტნის ეთერზეთი არ გამოიყენოთ.
- ასევე აკრძალულია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
3. ბრძოლა სოკოს წინააღმდეგ
ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ დაიმუშავეთ ფრჩხილები გაუზავებელი პიტნის ეთერზეთით.
ხოლო სხვა ადგილების სამკურნალოდ გამოიყენეთ პიტნის ზეთისა და არგანის ან ტკბილი ნუშის, ან ზეითუნის ზეთის ნაზავი. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ პრობლემის აღმოფხვრამდე.
4. ჰერპესის სამკურნალოდ
ანტიბაქტერიული თვისებების გამო, პიტნის ეთერზეთი ებრძვის ინფექციას და დააჩქარებს გამოჯანმრთელებას. თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გამოიყენეთ პიტნის ეთერზეთისა და არგანის ან ტკბილი ნუშის, ან ზეითუნის ზეთის ნაზავი (25 მლ არგანის ზეთს დაამატეთ პიტნის ეთერზეთის 2 წვეთი).