შაქრის 4 მავნე თვისება რომლის შესახებ ეჭვიც არ გაგვჩენია.

დღეს უკვე ყველამ იცის, თუ როგორი ნეგატიური გავლენა აქვს შაქარს ჩვენს კბილებსა და წელის ზომაზე. თუმცა, ბევრი ვერც კი აცნობიერებს, თუ კიდევ რამხელა პრობლემების შექმნა შეუძლია ამ პროდუქტს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნახეთ როგორი სერიოზული ნეგატიური ეფექტის მოხდენის უნარი აქვს შაქარს:

შაქარი ასწრაფებს კანის დაბერების პროცესს

სისხლში მოხვედრის შემდეგ შაქარი კოლაგენს და ელასტინს ეკვრის და ანადგურებს მათ. ეს პროტეინები კანის ახალგაზრდულობასა და ელასტიურობაზეა პასუხისმგებელი. იგი ასევე საზიანო ნივთიერებებსაც გამოყოფს, რომელიც კანს უფრო ადვილად დაზიანებადს ხდის მაგალითად მზის სხივების მიერ.

შაქარი ხელს უწყობს ანთებას

შაქარი ხელს უწყობს ანთებით პროცესებს გამონაყარისა და ნაოჭების გაჩენის წახალისებით. იგი ასევე ართრიტის რისკსაც ზრდის. გრიპის სამკურნალოდ ტკბილი ჩაის დალევის დროსაც კი შაქარი იდეალური წყარო ხდება ყელში ანთების გამომწვევი ბაქტერიების გასამრავლებლად.

შაქარი იწვევს კარდიოვასკულარულ დაავადებებს

მეოცე საუკუნეში ექიმები თვლიდნენ, რომ მენიუდან ცხიმების ამოღებით და ქოლესტეროლოს დონის ასეთი შემცირებით კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ მოსახლეობა უცხიმო დიეტაზე იყო, თუმცა მენიუდან შაქარი არ ამოუღიათ. ოცდამეერთე საუკუნეში ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ახალი კვლევების მიხედვით შაქარი მნიშვნელოვნად ზრდის ქოლესტეროლის დონეს და მის მიკრობას იწვევს იმ ვენების კედლებზე, რომლებიც უკვე დაზიანებულია შაქრით.

შაქარი გაგიჟებთ

კვლევების მიხედვით შაქარმა შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. ამის მიზეზი ისაა, რომ შაქარი იწვევს იმ საჭირო ჰორმონების დონის შემცირებას, რომელიც უკვე ისედაც შემცირებულია დეპრესიითა და შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებში. შაქარი ასევე შფოთვების გაზრდასაც იწვევს და თანაც კვლევების მიხედვით თაგვები უფრო დადებილდნენ შაქრის ჭამის შემდეგ. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ შაქარი აზიანებს დამაკავშირებელ ხაზებს ტვინის იმ უჯრედებს შორის, რომლებიც სწავლასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.