იმუნიტეტის გასაძლიერებლად ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული უამრავი ხელნაკეთი საშუალება არსებობს. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებას.
სამკურნალო ნარევი აღგავსებთ ენერგიით, მოგიხსნით მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, აახლებს სისხლს და აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას, ხოლო სიმსივნის შემთხვევაში ხელს უშლის მის ზრდას.
ნარევის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო, მარტივი და ბიუჯეტურია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წითელი ჭარხალი 500 გრ
- თაფლი 500 გრ
- 1 დიდი ფორთოხალი ან 2 პატარა
- სტაფილო 500 გრ
- 1 დიდი მწვანე ვაშლი ან 2 პატარა
- 1 საშუალო ლიმონი
მომზადებისა და მიღების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები გარეცხეთ. გათალეთ ჭარხალი, სტაფილო და ფორთოხალი, ხოლო ვაშლი და ლიმონი შეგიძლიათ კანიანად გამოიყენოთ.
- ინგრედიენტები დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ თაფლი და დააბლენდერეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მაცივარში.
- მიიღეთ უზმოზე. დაიწყეთ 1 სუფრის კოვზიდან და თანდათან გაზარდეთ ოთხ სუფრის კოვზამდე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.
მოცემული საშუალების გამოყენება არ შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!