10 ნიშანი იმისა, რომ ავიტამინოზი გვაწუხებს

ორგანიზმს უჭირს და მალე ამის გამომხატველი სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგრამ ყოველთვის არ შეგიძლია მათი სწორად ახსნა. ვერ გაგირკვევია, რატომ გცვივა თმა? რატომ გაქვს  ქერტლი? საიდან გაგიჩნდა სხეულზე გამონაყარი? რატომ გიჩნდება სისხლჩაქცევები? რა არის მიზეზი ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენისა?

როგორ ამოვიცნოთ დაავადება გარკვეული სიმპტომებით

1. თუ თქვენ ქერტლი გაქვთ, შეიძლება ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი გაქვთ.

თუ თავის კანი გამომშრალია, გამოიყენეთ ცხიმოვანი მჟავები, როგორიცაა, ომეგა-3. ისინი კარგად მოქმედებს ცხიმის შემადგენლობაზე, რომელიც თმის საპოხი მასალის როლს ასრულებს.

საკვებ რაციონს დაამატეთ თევზი და მიიღეთ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები.მიირთვით კაკალი, სელის თესლი-პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია ალფა-ლინოლენის მჟავით.

2. თხელი და სუსტი თმა გაქვთ? ალბათ B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი გაქვთ.

ძლიერი და ჯანმრთელი თმისთვის აუცილებელია ბიოტინი (ვიტამინი B7), აგრეთვე ფოლიუმის მჟავა. ამ ელემენტების ნაკლებობა თმას ასუსტებს.

საკვებ რაციონს დაამატეთ პური, ბურღულეული. 1 ჭიქა თეთრი ბრინჯი B ჯგუფის ვიტამინების წყაროა. თუ თქვენ დიეტაზე ხართ ნახშირწყლებს ჩაანაცვლეთ ისპანახი და სატაცური.

3. გაჭაღარავდით? თქვენ ალბათ სპილენძის დეფიციტი გაქვთ.

თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თმაში ჭაღარა შემოგერიათ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 20 წლის ხართ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, გაიკეთოთ ანალიზი და განსაზღვრეთ სპილენძის დონე ორგანიზმში.

საკვებ რაციონს დაამატეთ მოლუსკები, ხამანწკები, სოკო.

4. ღგენიშნებათ წყლულები და ნახეთქები პირის ღრუში? თქვენ ალბათ ვიტამინ B 12-ის დეფიციტი გაქვთ.

საკვებ რაციონს დაამატეთ ხორცი, კვერცხი, მარცვლეული კულტურები.

5. თქვენ ხელებზე ,,ბატის კანი“ გაქვთ?

ეს იმას ადასტურებს, რომ თუთიისა და A ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ.

თუ თქვენ ხელებზე გლუვი კანი არ გაქვთ შესაძლებელია ფოლიკულური კერატოზი გაქვთ, რომლის გამოვლინებაა ხელებსა და თეძოებზე მცირე ზომის წითელი ან თეთრი  გამონაყარი.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შეიმოწმოთ თუთიისა და A ვიტამინის დონე.

საკვებ რაციონს დაამატეთ ფრინველის  ხორცი, გოგრის თესლი, ჰუმუსი და შეივსეთ თუთიის დონე, ხოლო A ვიტამინის შესავსებად მიიღეთ სტაფილო, წიწიკა, მაგარი ყველი.

6. ფრჩხილებზე თეთრი ლაქები ნიშანია იმისა, რომ კუჭის მჟავიანობა გაქვთ შემცირებული.

დაბალი მჟავიანობა არის მიზეზი იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ შეიწოვს ვიტამინებსა და მინერალებს. შეიძლება გულძმარვის საწინააღმდეგო აბებს იღებთ, რომელიც ამცირებს მარილმჟავას წარმოქმნას.

დაბალი მჟავიანობის თვითნებურად მკურნალობა არ შეიძლება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

7. მუდმივად გრძნობთ დაღლილობას?

თქვენი ორგანიზმი საჭიროებს სისხლში D ვიტამინის დონის განსაზღვრას.

ნამდვილად არ გაწუხებთ უძილობა, მაგრამ მუდმივად დაღლილობის შეგრძნება გაქვთ. შეიძლება სისხლში D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ. გირჩევთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

საკვებ რაციონს დააატეთ რძის ნაწარმი, თევზი, სოკო.

8. ხშირად გაქვთ სხეულზე სისხლჩაქცევები? თქვენ ალბათ C ვიტამინის დეფიციტი გაქვთ.

დაეჯახეთ საგანს და მეორე დღეს დაზიანებულ ადგილზე სისხლჩაქცევა გაქვთ. ალბათ თქვენ სუსტი კაპილარები გაქვთ. უნდა გაიჯეროთ ორგანიზმი C ვიტამინით, რომელიც პასუხიმგებელია მათ აღდგენაზე.

საუბედუროდ, სტრესული მდგომარეობა ორგანიზმში C ვიტამინის დონეს ანადგურებს. მიირთვით დიდი რაოდენობით მარწყვი, ბროკოლი, მოცხარი, ციტრუსები.

9. ხშირად გემართებათ კრუნჩხვები? თქვენ ალბათ მაგნიუმისა და კალციუმის დეფიციტი გაქვთ.

საკვებ რაციონს დაამატეთ ბანანი, გოგრის თესლი, ავოკადო და შეივსეთ მაგნიუმის დეფიციტი, ხოლო კალციუმით მდიდარი პროდუქტებია: ლობიო, ხაჭო, კომბოსტო.

10. გაწუხებთ ყაბზობა? თქვენ გჭირდებათ მეტი ბოჭკო და მაგნიუმი.

ყაბზობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ბოჭკოს უკმარისობა. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღონ 38 გრ ბოჭკო, ხოლო ქალებმა-25 გრ.

საკვებ რციონს დაამატეთ ბროკოლი, ვაშლი, ოსპი, ბოსტნეული, გოგრისა და შვრიის ფაფები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაუკვირდით, ხომ არ აღგენიშნებათ რომელიმე სიმპტომი, ორგანიზმი გააჯერეთ საჭირო ელემენტებით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.