ხორცის ბურთულები, კერძი, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და გემო? ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
მოამზადეთ ერთხელ და ის თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება!
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საქონლის ხორცი (გატარებული) 500 გრ
- ხახვი 2 თავი
- სოკო 300 გრ
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
- გამხმარი მწვანილების ნარევი (ორეგანო, ბეგქონდარა, როზმარინი, რეჰანი, ტარხუნა) გემოვნებით
- მწვანილი ნახევარი კონა
- ფენოვანი ცომი 500 გრ
- კვერცხი 1 ცალი
მომზადების წესი:
- ხორცის ბურთულების მომზადება შეგიძლიათ თქვენთვის ხელმისაწვდომი ხორცით. შერეული (საქონლისა და ღორის) ფარშით უფრო წვნიანი და გემრიელი გამოდის.
- ფარში შეაზავეთ მარილით, შავი წიწაკითა და გამხმარი მწვანილების ნარევით.
- ხახვი დაჭერით წვრილად. სოკოც დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ცოტა ზეთში მოთუშეთ ხახვი და სოკო. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. მომზადებული სოკო გააგრილეთ, შეურიეთ ფარშს და დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
- ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით წვრილ გრძივ ზოლებად.
- ფარშისგან გამოხელეთ ბურთულები და ცომი ქსელივით შემოახვიეთ.
- მზა ბურთულები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 45 წუთი.
თუ როგორ წარადგენთ ოქროსფრად დაბრაწულ ხორცის ბურთულებს, ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!