ფორები რომ დახუროთ და საკუთარი ანარეკლით კმაყოფილი დარჩეთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალებები

სახის კანზე არსებული ღია ფორები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უსიამოვნო და გამაღიზიანებელია.

ყველა, ვისაც მოცემული პრობლემა აღენიშნება ცდილობს  ფორების შემცირებას. ქალბატონები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ლამაზი და გლუვი კანი ჰქონდეთ.

ნუ გდაიხდით ზედმეტს, საბედნიეროდ, ბუნება შემოქმედია და მდიდარია პროდუქტებით, რომელთა წყალობითაც უმარტივესი გზით შეძლებთ ფორების გაქრობას, კანის გაწმენდას, დატენიანებასა და ტონიზირებას.

1. კვერცხის ცილა

კვერცხის ცილა ამცირებს ფორებს და ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებასა და გამკვრივებაში.

კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაიტანეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ გაშრობამდე. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ბრინჯი

ბრინჯის წყალი საუკეთესოა კანის პრობლემების გადასაჭრელად. ფინჯან ბრინჯს დაასხით 2 ფინჯანი წყალი და გააჩერეთ 2 საათი. ყოველ საღამოს, ძილის წინ, გაიწმინდეთ სახე ბრინჯის წყლით.

3. ყინული

ყინული ამცირებს ფორებს და ატონიზირებს კანს. შეფუთეთ  კუბიკები თხელ ქსოვილში და გაიწმინდეთ კანი.

4. იოგურტი

ნატურალური იოგურტი საუკეთესოა კანზე არსებული ფორების შესამცირებლად, წმენდს და ატენიანებს კანს.

5. შვრია

შვრიას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. გარდა ამისა, ის  შესანიშნავი ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა.

აურიეთ ცოტა შვრია და რძე, უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და რამდენიმე წუთით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და მოიგვარეთ კანის პრობლემები!