შემოგთავაზებთ სითხის შეკავებისა და შეშუპების საწინააღმდეგო გემრიელი ჩაის რეცეპტს. სამკურნალო ჩაი ხელს უწყობს წონის დაკლებას და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.
მოსამზადებლად გჭირდებათ ვაშლი, ჯანჯაფილი და დარიჩინი. სამივე ინგრედიენტი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით არის დატვირთული და მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.
ვაშლი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა.
დარიჩინი ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას. მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი დარიჩინით, თქვენი ორგანიზმი იწყებს სისხლში შაქრის ეფექტურად რეგულირებას და უკეთ რეაგირებს ინსულინზე.
დარიჩინი ხელს უწყობს საჭმლის უკეთ მონელებას და ხსნის ნაწლავის ნებისმიერ დისკომფორტს. ასევე, დარიჩინს აქვს ანტიკოაგულაციური ეფექტი და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აგარიდებთ გულის დაავადებებს.
ჯანჯაფილი ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის ეთერზეთები, კალციუმი, რკინა, C ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, ცილა, ფოსფორი, ქოლინი, მანგანუმი, ვიტამინი B8, ვიტამინი B3.
ამ საოცარი პროდუქტების კომბინაცია კი მათ შესაძლებლობებს ბევრად უფრო აძლიერებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გაწმენდილი წყალი 500 მლ
- ცეილონის დარიჩინი 1 ჩ. კ.
- ვაშლი (სასურველია წითელი) 4 ცალი
- ჯანჯაფილი გახეხილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
ვაშლი არ გათალოთ, გაჭერით ოთხ ნაწილად, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 20-30 წუთი და გადაწურეთ.
ფინჯანი თბილი ჩაი დალიეთ დილით, უზმოზე, დარჩენილი_ საუზმისა და ვახშმის წინ 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.
ჩაის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას!