კბილის მწვავე ტკივილი სწრაფად ჩაცხება თუ უმარტივეს, ორკომპონენტიან საშუალებას გამოიყენებთ

552

სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობით შეძლებთ კბილის გაუსაძლისი ტკივილის გაყუჩებას. მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი: მიხაკის ფხვნილი და ქოქოსის ზეთი.

მიხაკი ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტია, რომელიც  გამოიყენება კბილის ტკივილისა და ღრძილების დისკომფორტის სამკურნალოდ. მიხაკის ზეთი არის ადგილობრივი, ტკივილგამაყუჩებელი საანესთეზიო საშუალება, განსაკუთრებით ეფექტურია კბილებთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ.

ლაურინის მჟავას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კონცენტრაციის შემცველი ქოქოსის ზეთი უძლიერესი ანტიბიოტიკი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ებრძვის ორგანიზმში არსებულ სოკოს, ინფექციებსა და ბაქტერიებს

ხელნაკეთი საშუალების წყალობით მყისიერად გაიჩერებთ კბილის ტკივილს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მიხაკი (დაფქული) ნახევარი ჩაის კოვზზე ცოტა მეტი
  • ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიიღებთ მკვრივ მასას. მომზადებული მასა ჩაიდეთ დაავადებული კბილის ღრუში და გაიჩერეთ ცოტა ხანს.

მართალია, კბილის ტკივილი გაგიყუჩდებათ და მშვიდად შეძლებთ დაუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას, მაგრამ დიდი ხნით არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი.