შემოგთავაზებთ უძველესს და ეფექტურ მეთოდებს. მეთოდები, რომლებიც საკმაოდ პოპულარული იყო ხალხში და ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები შეიძლება მკურნალად მოგევლინოთ.
1. ლიმონი ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად
ლიმონის წვენის საშუალებით დაიამებთ ყურის ტკივილს. თუ ყურში ჩაიწვეთებთ ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთს, სწრაფად მოგეხსნებათ ტკივილი. ლიმონის წვენი აღადგენს ყურის pH-ის დონეს, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოიცილოთ ინფექცია და ტკივილი.
2. გაგრის ჩირი
ბოჭკოებით მდიდარი გამომშრალი გარგარი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აგარიდებთ მუცლის შებერილობას.
ასე რომ, როდესაც ჭამის შემდეგ იგრძნობთ დისკომფორტს და გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს ზედმეტი მოგივიდათ, უბრალოდ მიირთვით გარგრის ჩირი.
3. ზეთისხილი გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება
ზეთისხილი მდიდარია ტანინებით, ნაერთებით, რომლებიც ხელს უშლის ზედმეტი ნერწყვის გამომუშავებას, რაც იწვევს გულისრევას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. ასე რომ, თუ მოცემული პრობლემის წინაშე დგახართ, მოგზაურობისას აუცილებლად წაიღეთ წვნიანი და გემრიელი ზეთისხილი.
4. ქიშმიში ართრიტის წინააღმდეგ
ყოველ საღამოს ჭიქაში ჩაყარეთ რამდენიმე ქიშმიში, დაასხით 1 ს. კ. ღვიის კენკრის ნაყენი და გააჩერეთ დილამდე. ქიშმიშის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და ღვიის კენკრის ანთების საწინააღმდეგო თვისებების კომბინაცია გიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს, ხსნის შეშუპებას.
ღვიის ნაყენით გაჯერებული ქიშმიში მიირთვით დილით. საუზმის შემდეგ.
5. ნიახური და ჯანსაღი სუნთქვა
პირის ღრუს უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად საუკეთესო პროდუქტია ნიახური. უბრალოდ შეჭამეთ ცოტა ნიახური და მყისიერად გაგიქრებათ უსიამოვნო სუნი.
6. ჭინჭარი და თმის ცვენა
ჭინჭარი საუკეთესო პროდუქტია თმის ძირების გასაძლიერებლად. თუ გცვივათ თმა, გამოიყენეთ ცილით, მაგნიუმით, ბეტა-კაროტინით, ფოსფორით, რკინითა და სხვა ვიტამინებით მდიდარი ჭინჭარი. დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლოთ ჭინჭრის ნახარში.
7. საკვები სოდა საშარდე გზების ინფექციები
დაამატეთ ცოტა საკვები სოდა ჭიქა თბილ წყალს და დალიეთ. სოდა ებრძვის ინფექციებს, შარდის ბუშტში ქმნის ტუტე გარემოს და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
8. კარტოფილი და მწერების ნაკბენები
უმი კარტოფილის ნაჭერი დაიდეთ ნაკბენ ადგილზე და შეიხვიეთ. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით კარტოფილი მოგიხსნით ქავილს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!