შემოგთავაზებთ უგემრიელესი, საოცრად არომატული, პიკანტური აჯიკის რეცეპტს. რეცეპტი საკმაოდ ძველია და პოპულარული. საოცრებაა ანტონოვკა ვაშლით მომზადებული.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 5 კგ
- ბულგარული წიწაკა 1 კგ
- ვაშლი 1 კგ
- სტაფილო 1 კგ
- ცხარე წიწაკა 100 გრ
- ზეთი 1 ჩ. ჭ.
- ნიორი 200 გრ
- ძმარი 9%-იანი 1 ჩ. ჭ.
- მარილი გემოვნებით
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
- პამიდორი ოდნავ ჩაჭერით ჯვარედინად და დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ 1-2 წუთი. შემდეგ გადაღვარეთ ცხელი წყალი და დაასხით ცივი. ამ გზით შეძლებთ პამიდვრის მარტივად გაფცქვნას.
- ტკბილი და ცხარე წიწაკები გაასუფთავეთ თესლისგან.
- გათალეთ სტაფილო, ვაშლი და ყველა ზემოთ მოცემული ინგრედიენტი გაატერეთ.
- მიღებულ მასა გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დაამატეთ ზეთი და 2-2,5 საათით დადგით დაბალ ცეცხლზე.
- შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შაქარი, ძმარი, მარილი და ადუღეთ კიდევ 30 წუთი. აჯიკა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე. გემრიელად მიირთვით!