9 ნატურალური პროდუქტი, რომელსაც თქვენი კანის გარდასახვის უნარი შესწევს. უთხარით არა ნაადრევ სიბერეს, ლაქებსა და კანის სხვა ნაკლოვანებებს

ასაკთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას, რადგან მცირდება კოლაგენის წარმოება. გარდა ამისა, კანის ღრმა ფენებში შეინიშნება ცხიმის მნიშვნელოვანი შემცირება. მცირდება იმ  ნივთიერებების არსებობა, რომლებიც ატენიანებს კანს. შესაბამისად, კანი ხდება მშრალი, რბილდება, კარგავს სიგლუვეს, ჩნდება ნაოჭები.

კანის სიმკვრივისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, საუკეთესო გამოსავალი არის ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა, რომლებიც საოცრებებს ახდენს თქვენი კანისთვის.

1. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილით. ზეითუნის ზეთი კვებავს, ატენიანებს და ამკვრივებს კანს, აფერხებს ნაოჭებისა და მიმიკური ხაზების წარმოქმნას.

2. ჟოჟობას ზეთი

ეს ზეთი შეიცავს სპილენძს, თუთიას და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც იცავს კანს დაზიანებებისგან.

3. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი შეიცავს ლაურინის მჟავას, რომელიც დამატენიანებელიცაა და სოკოს საწინააღმდეგოც. ქოქოსის ზეთი ატენიანებს კანს და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

4. ორეგანოს (თავშავას) ზეთი

დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების, ლინოლის მჟავის, A და E ვიტამინებისა და ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების წყალობით მოცემული პროდუქტი უძლიერესი ანტიასაკობრივი ზეთია. ის კვებავს კანს, კურნავს კანის ანთებას, ხელს უწყობს კანის უჯრედების წარმოებას.

5. ფურისულას ზეთი

ეს ზეთი მდიდარია ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს სიმკვრივეს. მისი ანტიოქსიდანტური შემცველობა ამცირებს წვრილ ხაზებს, მუქ წრეებს თვალების ირგვლივ.

6. ნატურალური თაფლი

უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთული თაფლი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას.

თუ ალერგია გაქვთ, თაფლი არ გამოიყენოთ.

7. პროპოლისი

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით წყალობით პროპოლისი ეფექტურად გამოიყენება აბსცესის, ჭრილობების და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

8. ფუტკრის რძე

ეს პროდუქტი მდიდარია მინერალებით, ამინომჟავებით. ფუტკრის რძე იცავს კანს, კვებავს, ატენიანებს და დიდი ხნით უნარჩუნებს ახალგაზრდობას.

9. ფუტკრის ცვილი

ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ფუტკრის ცვილი ატენიანებს და  კვებავს კანს.

  • იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და გქონდეთ ლამაზი კანი, ნაოჭების გარეშე, გაითვალისწინეთ მარტივი მითითებები:
  • დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა, ზეითუნის ზეთი, თხილეული, ავოკადო
  • მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული
  • იძინეთ მინიმუმ 8 საათი
  • შეზღუდეთ ალკოჰოლისა და შაქრის მიღება
  • დღის განმავლობაში მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი