აჯიკის საფირმო რეცეპტი. პიკანტური არომატი და დაბალანსებული გემო

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, საოცრად არომატული, პიკანტური აჯიკის რეცეპტს. რეცეპტი საკმაოდ ძველია და პოპულარული. საოცრებაა ანტონოვკა ვაშლით მომზადებული.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 5 კგ
  • ბულგარული წიწაკა 1 კგ
  • ვაშლი 1 კგ
  • სტაფილო 1 კგ
  • ცხარე წიწაკა 100 გრ
  • ზეთი 1 ჩ. ჭ.
  • ნიორი 200 გრ
  • ძმარი 9%-იანი 1 ჩ. ჭ.
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
  2. პამიდორი ოდნავ ჩაჭერით ჯვარედინად და დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ 1-2 წუთი. შემდეგ გადაღვარეთ ცხელი წყალი და დაასხით ცივი. ამ გზით შეძლებთ პამიდვრის მარტივად გაფცქვნას.
  3. ტკბილი და ცხარე წიწაკები გაასუფთავეთ თესლისგან.
  4. გათალეთ სტაფილო, ვაშლი და ყველა ზემოთ მოცემული ინგრედიენტი გაატერეთ.
  5. მიღებულ მასა გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დაამატეთ ზეთი და 2-2,5 საათით დადგით დაბალ ცეცხლზე.
  6. შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შაქარი, ძმარი, მარილი და ადუღეთ კიდევ 30 წუთი. აჯიკა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე. გემრიელად მიირთვით!