ჰიპერტონია და ჰიპერტენზია არის მაღალი არტერიული წნევა.
ჰიპერტენზია არტერიული წნევის მატებაა, ხოლო ჰიპერტონია ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მუდმივი მატება, ანუ ჰიპერტენზია.
ჰიპერტონია სერიოზული დაავადებაა და თუ დროულად არ იმკურნალებთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა შეგექმნებათ.
მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად ჩვეულებრივ ვიყენებთ ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს. სამწუხაროდ, ქიმიურ პრეპარატებს ახლავს არასასურველი გვერდითი მოვლენები, რომელთაც შედეგად შეიძლება უამრავი გართულება მოჰყვეს.
შემოგთავაზებთ ოთხ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ საშუალებას, რომელთა წყალობითაც შეძლებთ არტერიული წნევის შემცირებას.
საშუალება N1 – ბანანი
ბანანი კალიუმის ბუნებრივი წყაროა, რომელიც საუკეთესოა არტერიული წნევის შესამცირებლად. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად დღეში შეჭამეთ 2 ბანანი.
საშუალება N2
ლიმონს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ატენიანებს სხეულს, იცავს არტერიების კედლებს. ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთულ ლიმონს მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.
- სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ. ჭ. თბილი წყალი და ლიმონის ახალგამოწურული წვენი 2 ჩ. კ.
- ნარევი მიიღეთ ყოველდღიურად, უზმოზე, საუზმის წინ და დაირეგულირეთ სისხლის წნევა.
საშუალება N3 – ნიორი
გოგირდის ნაერთებით მდიდარი ნიორი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სისხლის მაღალი წნევის შესამცირებლად. ყოველდღიურად შეჭამეთ 2 კბილი ნიორი და წნევა მუდამ ნორმაში გექნებათ.
საშუალება N4 – საოდა და ვაშლის ძმარი
მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი და სოდა. დღეში 2-ჯერ მიიღეთ 1/8 ჩ. კ. სოდის, 1 ჩ. კ. ვაშლის ძმრისა და ცოტა წყლის ნარევი.
ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს და უამრავ საკვებ ნივთიერებას, რომლებიც იცავს თქვენი არტერიების კედლებს, ხოლო სოდასთან კომბინაციით არეგულირებს არტერიულ წნევას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!