ფხვიერი ცომის უმარტივესი რეცეპტი. ნებისმიერი დესერტი ამ ცომით კიდევ უფრო გემრიელი იქნება

შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ უგემრიელესი დესერტების მომზადებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 150 გრ
  • კარაქი 80 გრ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • მარილი მწიკვი
  • წყალი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი. ჩაახეხეთ ცივი კარაქი, აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი ცომი.
  2. დაამატეთ კვერცხის გული, 3 ს. კ. ძალიან ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი.
  3. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  4. ცომი მზად არის სხვადასხვა გემრიელობების მოსამზადებლად. შეგიძლიათ მოამზადოთ ორცხობილები, ღვეზელები. კრემიანი ნამცხვრები.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!