დაფნის ზეთს საკუთარი ხელით მარტივად ვამზადებ. ის მრავალი პრობლემის უებარი მკურნალია

დაფნის ფოთოლი პოპულარული სანელებელია, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება კერძების, მწნილების  მოსამზადებლად. გარდა ამისა, დაფნა უძლიერესი სამკურნალო მცენარეა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

შემოგთავაზებთ დაფნის ფოთლების ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო ზეთის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადაჭრაში:

  • ამცირებს ტკივილებს
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ზრდის თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს
  • კურნავს ვარიკოზს
  • გაგათავისუფლებთ სახსრების ტკივილისგან

სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაფნის ფოთოლი 30 გრ
  • ზეითუნის ზეთი 250 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. დაფნის ფოთლები (სასურველია გამოიყენოთ ახალი ფოთლები) დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ქილაში. შემდეგ დაასხით ზეითუნის ზეთი, მოურიეთ, დაახურეთ ხუფი და 2 კვირით გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას. ხანდახან შეანჯღრიეთ ხოლმე.
  2. მოთითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
  3. ზეთი გამოიყენეთ დაავადებული სახსრების სამკურნალოდ, ლიმფური წყლულების ანთების, შაკიკისა და ყურის ინფექციების სამკურნალოდ.
  4. ზეთი გამოყენებამდე შეათბეთ. ძლიერი თავის ტკივილის დროს თბილი ზეთი შეიზილეთ შუბლზე და ტკივილი ძალიან სწრაფად მოგეხსნებათ.
  5. მოცემულ ზეთს შეუძლია შეამციროს და განკურნოს კუჭის ტკივილი, ნაწლავის პრობლემები, დაარეგულიროს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია და გააუმჯობესოს მადა.
  6. დაფნის ფოთლის ზეთს შეუძლია გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციების მიმართ და გააძლიეროს იმუნური სისტემა.
  7. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის ლოსიონი და წარმატებით გაუმკლავდეთ კანის პრობლემებს. საუკეთესოა  აკნეს სამკურნალოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!