შემოგთავაზებთ უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებით თქვენი სამზარეულოს ტილოებიდან ყველაზე რთული ლაქების ამოყვანას შეძლებთ.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კომერციული საშუალების შეძენა არის შესაძლებელი, იაპონელი ქალები დიდ უპირატესობას ანიჭებენ და აქტიურად იყენებენ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებულ ხელნაკეთ საწმენდ თუ სარეცხ ხსნარებს.
მათეთრებელი ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 10 ლ
- მდოგვის ფხვნილი 2 ს. კ.
- თეთრი ძმარი ნახევარი ლ
- ზეთი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- დიდ თასში ჩაასხით ცხელი წყალი.
- დაამატეთ ძმარი, ზეთი, მდოგვის ფხვნილი და აურიეთ.
- მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ სამზარეულოს ტილოები და გააჩერეთ 12 საათი.
- ნივთები გაავლეთ ჯერ ცივ წყალში, შემდეგ_ ცხელში.
თუ ხსნარს დაამატებთ ლიმონის ეთერზეთის რამდენიმე წვეთს, თქვენს ნივთებს მიანიჭებთ ციტრუსის მსუბუქ სურნელს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ უმარტივესი ხსნარი და დაივიწყეთ ლაქების საწინააღმდეგო ძვირადღირებული საშუალებები!