როგორ მოვიშოროთ შუბლზე გაჩენილი ნაოჭები სახლიდან გაუსვლელად

1451

შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ქალბატონებისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. სტატიაში გიამბობთ როგორ მოვამზადოთ საშინაო პირობებში საოცრად ეფექტური საშუალებები, რომლებიც ამ პრობლემას მოგვიგვარებს.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები შუბლზე

რეცეპტი N1

შუბლზე ნაოჭების მოსაშორებლად, ხალხური მედიცინა გვირჩევს, ყოველდღიურად გავიკეთოთ ქოქოსის ზეთით მასაჟი. პროცედურისთვის 2 ჩ. კ. ქოქოსის ზეთი შევათბოთ ორთქლის აბაზანაზე და წრიული მოძრაობებით 5-15 წუთის განმავლობაში ფრთხილად დავიმასაჟოთ შუბლი. დამთავრების შემდეგ შუბლი გავიწმინდოთ ალოეს წვენით.

რეცეპტი N 2

შუბლზე გაჩენილი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით ავიღოთ პაპაიასა ანანასის რბილობი, რომლებიც ისე ავჭყლიტოთ, რომ ფაფისებური მასა მივიღოთ, დავამატოთ 2 ჩ. კ. თხელი კონსისტენციის თაფლი, ავურიოთ და თხელ ფენად  დავიტანოთ შუბლზე. 20-25 წუთის შემდეგ ხელსახოცით მოვიშოროთ ნიღაბის ნარჩენები და შემდეგ ცხელი წყლით ჩამოვიბანოთ. ამ პროცედურების შემდეგ რეკომენდებულია შუბლი გავიწმინდოთ ყინულით, რომელიც წინასწარ გვექნება მომზადებული ბალახების ნაყენისგან.

რეცეპტი N 3

კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბის რეცეპტი, რომელიც სწრაფად მოგვაშორებს ნაოჭებს. 1 კვერცხის გულს დავამატოთ დარიჩინი, კარგად ავურიოთ, დავიტანოთ შუბლზე და წრიული მოძრაობებით შევიზილოთ. 15 წუთის შემდეგ ნიღაბის ნარჩენები მოვიშოროთ თბილი წყლით გაჯერებული ბამბის საფენით და წავისვათ ნებისმიერი მალამო.

რეცეპტი N 4

მოვამზადოთ მწიფე პამიდვრისგან ფაფა და წავისვათ შუბლზე. ნიღაბი გავიჩეროთ 15 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

რეცეპტი N 5

შუბლზე გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს აბუსალათინის ზეთი. საშუალება შევათბოთ ორთქლის აბაბზანაზე. ავიღოთ ნატურალური ქსოვილი, დავიტანოთ თბილი აბუსალათინის ზეთი და საფენი 20 წუითით დავიდოთ შუბლზე. პროცედურა ჩავიტაროთ კვირაში 2-ჯერ.

რეცეპტი N 6

ავიღოთ 1 ს. კ. საფუარი, დავასხათ მცირე რაოდენობის თბილი რძე და კარგად ავურიოთ, დავამატოთ 1 ჩ. კ. თაფლი და

მომზადებული მასა 25 წუთით დავაყოვნოთ თბილ ადგილზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ დავამატოთ 1 კვერცხის გული და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. ნიღბი დავიტანოთ შუბლის კანზე და გავიჩეროთ 40 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. პროცედურა ჩავიტაროთ საღამოობით, დღე გამოშვებით 2 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, აირჩიეთ თქვენთის ხელსაყრელი საშუალება, მოამზადეთ და იზრუნეთ თქვენს სილმაზეზე.