შემოგთავაზებთ მხოლოდ ორი, ტკბილ და გემრიელ, ინგრედიენტის, ფინიკის ჩირისა და იოგურტის დიეტას.
თუ გსურთ, დაიკლოთ წონაში, ყურადღებით ჩაიკითხეთ სტატია, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და 1 კვირაში 5-7 კგ-ის დაკლებას შეძლებთ.
ფინიკის ჩირი სასარგებლო პროდუქტია. მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს, მდიდარია ნახშირწყლებით, ცილებით, B ჯგუფის ვიტამინებით, A ვიტამინით, ასევე ნაკლებად გავრცელებული H და PP ვიტამინებით.
იოგურტი აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. რძემჟავა ბაქტერიები წმენდს კუჭის კედლებს და ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციონირებას. იოგურტი უცხიმო და დაბალკალორიული პროდუქტია.
დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 21 ფინიკი და 3 ფინჯანი იოგურტი. დღეში 3-ჯერ, საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს, მიიღეთ 7-7 ფინიკი და თითო-თითო ჭიქა იოგურტი. შუალედში დალიეთ ბევრი წყალი და მწვანე ჩაი.
1 ცალ ფინიკში 23 კალორიაა. ასე რომ, დღეში საშუალოდ 600-700 კალორიას იღებთ, რაც ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე კიტრისა და კეფირის დიეტის კალორიულობა.
ფინიკის დიეტის ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ დიდი ხნით არ შეიძლება ფინიკის დიეტაზე ყოფნა. ამის მიზეზი კი საკვები ნივთიერებების სიმცირეა, ორგანიზმისთვის კი აუცილებელია ცილები, ცხიმები და სხვა ნუტრიენტები. ამიტომ წონის უსაფრთხოდ დაკლებისთვის ფინიკის დიეტაზე ყოფნა შეგიძლიათ მხოლოდ 7 დღე.
შეგიძლიათ 1 თვის შემდეგ კვლავ გაიმეოროთ 1 კვირიანი კურსი.
ფინიკი ძალიან სასარგებლო ნაყოფია, ბუნებრივი შაქარი უკეთესად შეიწოვება და აღგავსებთ ენერგიით.
ასე რომ, თუნდაც დიეტაზე არ იყოთ, ჩვეულებრივი ტკბილეულის ფინიკით ჩანაცვლებაც კი სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობასა და ფიგურას.